ეს კადრები სენაკის მუნიციპალიტეტის თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გოლასკურსა და ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის გახომელას უბანშია გადაღებული, სადაც სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, ჩვენი ახალგაზრდების თხოვნის გათვალისწინებით, მინი სპორტული მოედნების მოწყობა #დავასრულეთ.
პროექტების ფარგლებში #მოვაწყვეთ:
ხელოვნურსაფარიანი მოედანი;
გარე განათების სისტემა;
შემოღობვის კონსტრუქციები.
პროექტები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით #განვახორციელეთ.
მიმდინარე წელს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ქალაქის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე, ასევე #დავასრულეთ ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მინი სპორტული მოედნის მშენებლობა.
ნოსირისა და ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ქალაქად – საჯაიას ქუჩაზე, #დავიწყეთ მინი სპორტული მოედნების სამშენებლო სამუშაოები.
2023 წელს კი, მინი სპორტული მოედნები #მოვაწყვეთ – ვაჩნაძის ქუჩაზე, ყოფილი მე-8 სკოლის მიმდებარედ და მშვიდობის ქუჩაზე, ახალრეაბილიტირებული მეოთხე საბავშვო ბაღის მიმდებარედ; ასევე, ტრენაჟორები დამონტაჟდა ჭავჭავაძის ქუჩაზე.
ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, სენაკის მუნიციპალიტეტს, 9 მინი სპორტული მოედანი შეემატა.
სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების უზრუნველსაყოფად, ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციის კუთხით, არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტი #განვახორციელეთ, #მიმდინარეობს და #ვგეგმავთ.