18:00 საათიდან – ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მოეწყობა სხვადასხვა სივრცეები:
ახალგაზრდა მეწარმეების გამოფენა;
სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით – თანასწორობის სივრცე, სადაც თავს მოიყრიან შშმ პირები, ახალგაზრდები და ფასილიტატორებთან ერთად, ადგილზე დაამზადებენ სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს;
ნაყინის კუთხე – დღის განმავლობაში, საჩუქრად მიიღებთ ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სენაკის ნაყინს;
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით მოეწყობა ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცე – გამოიფინება 3D პრინტერი, VR რობოტები; ჩატარდება ვორქშოფი თემაზე – ,,ახალგაზრდობის როლი ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში’’, ასევე, გათამაშება, რომლის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ ახალგაზრდებს გადაეცემათ ამ დღისთვის შექმნილი სიმბოლური საჩუქრები;
მერის მრჩეველთა სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით – საგანმანათლებლო-შემეცნებითი და გასართობი აქტივობები,
სახალისო თამაშები: ,,დროის კაფსულა’’, ,,სათათბიროს განძის ძიება”;
20:00 საათიდან- გალა კონცერტი – ოთო ნემსაძის და ჯგუფის ,,limbo” მონაწილეობით