დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან ერთად, 100%-იანი გრანტის მფლობელ სენაკელ კურსდამთავრებულებს შეხვდნენ, მოპოვბული წარმატება მიულოცეს და ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ახალგაზრდებს ფულადი ჯილდო გადასცეს.
2024 წლის ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი დაფინანსების გრანტი 8 კურსდამთავრებულმა მოიპოვა, 70%-იანი – 11-მა კურსდამთავრებულმა, 50%-იანი კი – 38-მა ახალგაზრდამ.
2024 წელს, სტუდენტის სტატუსი 275-მა სენაკელმა კურსდამთავრებულმა მოიპოვა.
,,ჩვენი მთავარი ღირებულებები სწორედ განათლებაზეა დაფუძნებული. კიდევ ერთხელ გილოცავთ. გისურვებთ შემოქმედებით, ნაყოფიერ და საინტერესო სტუდენტურ წლებს; მჯერა, თქვენი მიღწევებით არაერთხელ ვიამაყებთ და წლების შემდეგ, მშობლიური ქალაქის განვითარებაში თქვენს წვლილს შეიტანთ” – აღნიშნა შეხვედრისას სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ელისო შურღაია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტი – განათლების მიმართულებით, ირმა კუპრეიშვილი, იმ საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები, რომელთა კურსდამთავრებულებმა ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი შეფასება მოიპოვეს.