#დავიწყეთ პროექტების განხორციელება ,,სოფლის მხარდაჭერის
პროგრამის“ ფარგლებში“.
სენაკის მუნიციპალიტეტს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში,
45 ინფრასტრუქტურული პროექტი #შეემატება,
რისთვისაც, საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან
738 000 ლარია გამოყოფილი.
პროგრამა, ადგილობრივი მნიშვნელობის
საზოგადოებრივი საჭიროებების მოგვარებასთან
ერთად, უზრუნველყოფს თვითმმარველობის
განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობას და
ხელს უწყობს მათ დასაქმებასაც.
2021 – 2023 წლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, 146
პროექტი #განვახორციელეთ, რომელთა ღირებულებამ 2 270 709 ლარი შეადგინა.
#სოფელიპრიორიტეტებსთავადირჩევს
#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2024