დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრადიციულად, ღონისძიებებით აღინიშნა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნაჭყებიამ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ინგა ქარდავამ, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, გიგა წურწუმიამ, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ელისო შურღაიამ, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ნოსირის ახლადრეაბილიტირებულ და ქალაქის მე-3 საჯარო სკოლებში, პედაგოგებსა და მოსწავლეებს, მათ .მშობლებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
წელსაც, საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს სასწავლო სახელმძღვანელოების სრული პაკეტი უფასოდ გადაეცა. სენაკის საჯარო სკოლების 410-მა პირველკლასელმა თანამედროვე ნეთბუქები მიიღო.
ახალი სასწავლო წელი, ნოსირისა და ძველი სენაკის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, სრულად რეაბილიტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში დაიწყეს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, საჯარო სკოლების მოსწავლეთა და პედაგოგთა უფასო ტრანსპორტირებას, მიმდინარე წელსაც უზრუნველყოფს;
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, ანაზღაურება გაეზარდათ უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, ასევე საჯარო სკოლების დირექციას, ტექნიკურ პერსონალს, სკოლის ექიმებს და ინკლუზიური განათლების სპეციალისტებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს 3 საჯარო სკოლის – სენაკის ჟიული შარტავას სახელობის N2, უშაფათის და ხორშის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია;
ახალი სასწავლო წელი სენაკის მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში განახლებული ინფრასტრუქტურით და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით დაიწყო.
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, გიგა წურწუმიამ, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა, გივი მისაბიშვილმა, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად, მე-4 საბავშვო ბაღისა და დევნილთა დასახლებაში, ბაღ ,,ოცნებას” აღსაზრდელებს და პედაგოგებს, ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცეს.
მიმდინარე სააღმზრდელო წელს, 810 აღსაზრდელს კეთილმოწყობილი და სტანდარტების შესაბამისი გარემო დახვდა:
პარალელურად მიმდინარეობს 4 საბავშვო ბაღის:
ქალაქ სენაკის N3;ძველი სენაკის;
ლეძაძამეს; ფოცხოს საბავშვო ბაღების მშენებლობის მასშტაბური პროექტები.
რაც შეეხება მუნიციპალურ აიპებს, ხელოვნების ცენტრი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს თავად აირჩიონ მათთვის საინტერესო და სასურველი სფერო; მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი კი – თეატრალური, მუსიკალური, ქორეოგრაფიული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით, შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს აირჩიონ სასურველი სექტორი, ხოლო სასპორტო გაერთიანება – სპორტის სხვადასხვა სახეობის არჩევის შესაძლებლობას იძლევა.