დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში, წალკის ეკისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია), სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, წმინდა მღვდელმთავრების: ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის სახელობის ახალი ტაძარი აკურთხა და სადღესასწაულო ლიტურღია აღავლინა.
ტაძრის კურთხევას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, გიგა წურწუმია, მრევლთან ერთად ესწრებოდნენ.
ეკლესია, ეკის მკვიდრის, ბიზნესმენისა და ქველმოქმედის, ვასილ შელეგიას დაფინანსებით აიგო.