ხორვატიის ქალაქ პორეჩში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, სენაკელმა ფალავანმა, გიორგი ჩხიკვაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ვულოცავთ ჩვენს საამაყო სპორტსმენს და შემდგომ გამარჯვებებს ვუსურვებთ ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის გასახარად.
გიორგი ჩხიკვაძე არის საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, ჭაბუკებს შორის ევროპის ორგზის პრიზიორი, 23 წლამდელთა შორის ევროპის პრიზიორი, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, საფრანგეთის გრან-პრის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენისა და 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულების მფლობელი.
ჩვენი საამაყო ფალავანი, 21 ოქტომბერს, ალბანეთში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.
წარმატებებს და გამარჯვებას ვუსურვებთ.