სენაკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.
ეს კადრები მენჯის და უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე სამუშაოებს ასახავს.
მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ პერტულში, მიმდინარეობს ხიდის სამშენებლო სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 230 754 ლარს შეადგენს.
უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის ლეგოგინეს უბანში, დაზიანებული მილხიდების აღდგენისა და ხიდ-ბოგირების მოწყობის პროექტი მიმდინარეობს.
სამუშაოების ღირებულება 95 865 ლარს შეადგენს;
ლეგაბელიეს უბანში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული მილხიდის აღდგენის სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 30 610 ლარს შეადგენს.
სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას სენაკის მუნიპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად, ადგილზე გაეცნო.