ჟიული შარტავას სახელობის მერიის სხდომათა დარბაზში, მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უძღვებოდა.
სხდომას, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი გაბედავა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, რამაზ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი, ხათუნა ჯიმშელეიშვილი, მერის თანაშემწე, მარინე ფაღავა, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა, გივი მისაბიშვილმა, ოქტომბრის თვეში დაგეგმილი, ტრადიციული სახალხო დღესასწაულ ,,ეგრისობის’’ ჩატარების დეტალებზე და დაგეგმილ მრავალფეროვან, სანახაობრივად დატვირთულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
სხდომაზე, განხილულ იქნა ,,სენაკის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტან გადელიამ, ასევე დეტალურად ისაუბრა მიმდინარე და ბიუჯეტში განსაზღვრულ, მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებულ პრიორიტეტებსა და დაგეგმილ პროექტებზე.
მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საქმიანობის მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა.