საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული პროექტის – ,,მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის” ფარგლებში, #დავიწყეთ გზების მოხრეშვა-მოშანდაკების პროექტები შემდეგ ლოკაციებზე:
ახალსოფლის და მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
ქალაქად – ფიროსმანის, რიონის ქუჩების ბოლო მონაკვეთსა და სიმონ ჯანაშიას მესამე ჩიხის ბოლო დასახლებულ მონაკვეთში.
უახლოეს პერიოდში ასევე #დავიწყებთ:
მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოებს – 12 ადმინისტრაციულ ერთეულში;
ქალაქად – დავით აღმაშენებლის, აკაკი ელიავას, შოთა რუსთაველის ქუჩებზე, ხორავასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე – შუქნიშნების მოწყობის სამუშაოებს;
ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში – საბავშვო ატრაქციონის მონტაჟს.
საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული პროექტის – ,,მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის” ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 18 ინფრასტრუქტურულ პროექტს #განვახორციელებთ, რომელთა საერთო ღირებულება 349 665 ლარს შეადგენს.