ვწუხვარ საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული აკადემიური ანსამბლის ოქროს თაობის მოცეკვავის, ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენების კავალერის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, სენაკის საპატიო მოქალაქის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას გარდაცვალების გამო.
ქართული ნაციონალური ბალეტის ოქროს თაობის წარმომადგენელი, ანსამბლის მემატიანე – შალვა გარუჩავა ცეკვის შესრულების განსაკუთრებული მანერით გამოირჩეოდა. მისი ფოტოები დღემდე ამშვენებს ანსამბლის აფიშებს.
დოკუმენტურ ფილმში – ,,მსოფლიო ტაშს უკრავს’’ – ერთ-ერთი ეპიზოდი, მილანში – ლა სკალაში, საუკუნის მოცეკვავის მიერ შესრულებულ სოლო პარტიას მიეძღვნა.
საქართველოს და ქალაქს დააკლდა ეპოქალური მოცეკვავე, კაცი, რომელსაც ბევრი აქვს გაკეთებული კულტურისთვის.
ვუსამძიმრებ ბატონი შალვას ოჯახს, მის ახლობლებს და სენაკს!
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი