სიმბოლურია, რომ ჩვენი საამაყო ფალავანის, გიორგი ჩხიკვაძის მიერ მოპოვებული უდიდესი გამარჯვების შემდეგ, დღეს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით #განხორციელებულ, #მიმდინარე და #დაგეგმილ_სპორტულ_ინფრასტრუქტურულ_პროექტებს #გაგაცნობთ:
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, #დავასრულეთ სამი სპორტული მოედნის მშენებლობა:
ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ღირებულებით – 65 953 ლარი;
ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ღირებულებით – 78 106 ლარი;
საჯაიას ქუჩის მიმდებარედ, ღირებულებით – 30 941 ლარი.
პროექტების ფარგლებში #მოვაწყვეთ:
ხელოვნურსაფარიანი მოედანი;
გარე განათების სისტემა;
შემოღობვის კონსტრუქციები.
ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ტრენაჟორები #მოვაწყვეთ:
ვაჩნაძის ქუჩაზე, ღირებულებით – 39 096 ლარი;
ღვინჯილიას ქუჩაზე, ღირებულებით – 38 681 ლარი.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, ჩვენი ახალგაზრდების თხოვნის გათვალისწინებით, მინი სპორტული მოედნების მოწყობა #დავასრულეთ სენაკის მუნიციპალიტეტის თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გოლასკურსა და ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის გახომელას უბანში.
პროექტები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით #განვახორციელეთ.
მიმდინარე წელს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ქალაქის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე, ასევე #დავასრულეთ ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მინი სპორტული მოედნის მშენებლობა.
2023 წელს კი, მინი სპორტული მოედნები #მოვაწყვეთ – ვაჩნაძის ქუჩაზე, ყოფილი მე-8 სკოლის მიმდებარედ და მშვიდობის ქუჩაზე, ახალრეაბილიტირებული მეოთხე საბავშვო ბაღის მიმდებარედ; ასევე, ტრენაჟორები დამონტაჟდა ჭავჭავაძის ქუჩაზე.
სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების უზრუნველსაყოფად, ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციის კუთხით, არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას #ვგეგმავთ.
#სპორტისგანვითარებისთვის
#ერთადგანვაახლოთ
#ჩვენუკეთესისენაკისთვის