სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, #მერებისშეთანხმების (#CoMEast) ფარგლებში, „მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების მიმართ მუნიციპალიტეტის მდგრადობის გაზრდის, მოსახლეობისა და ტურისტებისთვის რეკრეაციული სივრცეების მოწყობისა/განახლების მიზნით, ჯემალ აჯიაშვილის სახელობის სკვერში, მრავალწლიანი დეკორატიული ნარგავები დაირგო.
„მერების შეთანხმების“ პროექტით გათვალისწინებული საადაპტაციო და სამოტივაციო ღონისძიებების ფარგლებში, 2024 წელს, ასევე განხორციელდა:
პროექტის – „ენერგოეფქტური ტექნოლოგიების დანერგვა სენაკის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, 15 ერთეული ენერგოეფქტური ღუმელი ქალაქის N1. N2. N6 და ზემო ჭალადიდის საბავშვო ბაღებს გადაეცა; 10 ერთეული საოჯახო ტიპის ენერგოეფექტური ღუმელი კი – ზემო ჭალადიდისა და უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს;
მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საბავშვო და ბაგა-ბაღებში ჩატარდა ენერგოაუდიტი;
ქალაქად და ადმინისტრაციულ ერთეულებში – 11 მინი სპორტულ სტადიონზე დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათება;
LED სანათებით, გარე განათების ახალი ქსელი მოეწყო და არსებული განახლდა ქალაქის 176 ქუჩასა და 8 ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც სოფლების ნაწილში მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათება დამონტაჟდა, ნაწილი კი – LED სანათებით ჩანაცვლდა;
ენერგოეფექტური სანათები დამონტაჟდა სამ რეკრეაციულ სივრცეში;
ქალაქის ცენტრსა და დევნილთა დასახლებაში, 3 ლოკაციაზე, დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე ენერგოეფექტური სკამები, რომელთაგან ერთი – ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ორი – გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ,,დეას“ მიერ იქნა შეძენილი;
აღინიშნა მდგრადი ენერგეტიკის დღე, რომლის ფარგლებში, შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის პროფესიული სწავლების პედაგოგებთან და სტუდენტებთან, გაიმართა შეხვედრა-სემინარი; ნაჩვენები იქნა დოკუმეტური ფილმები – სოფლის მეურნეობის სექტორში, ენერგიის დაზოგვისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების შესახებ.; შედგა სასწავლო ვიზიტი – შპს.„ZANAGRO”-ში.
მუნიციპალიტეტმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმზე – „თანამშრომლობა მდგრადი და მედეგი განვითარებისათვის: ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და თემების გამოწვევები და შესაძლებლობები“; პანელურ დისკუსიაში – „განახლებადი ენერგიების შესაძლებლობები მუნიციპალურ დონეზე“.