მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სახელმწიფო რწმუნებულმა სენაკში სამუშაო შეხვედრა გამართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ვერავამ, სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველთან, დავით გვიშიანთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო რწმუნებულმა, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარესთან, საბა ოდიშარიასთან, მერის პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან უჩანეიშვილთან, მერის მოადგილესთან, ნანა ზარანდიასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ზაზა ნაჭყებიასთან ერთად, მერიის სამსახურების უფროსებს, საკრებულოს წევრებს და მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში, 2025 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.
„ყველა პროექტი, რაც განხორციელდება, ყველა სტანდარტების შესაბამისად, დროულად და ეფექტურად უნდა იყოს შესრულებული. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად მეტი მოქალაქე უნდა იყოს ჩართული. დროულად უნდა ვფლობდეთ ინფორმაციას არსებული საჭიროებების შესახებ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო კომუნიკაციით, უახლოეს ვადებში უნდა გადავჭრათ არსებული პრობლემები“ – განაცხადა დავით ვერავამ.
სამუშაო შეხვედრის შემდეგ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა, სენაკის მუნიციპალიტეტის ეკის ადმინისტრაციული ერთეულის საშურღაიოს უბანში იმყოფებოდა, სადაც დამეწყრილ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
საშურღაიოს უბანში სამანქანო გზა გუშინ დაიმეწყრა, რის გამოც სამი ოჯახი საავტომობილო გზის გარეშეა დარჩენილი.
სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით,არსებულ ვითარებას გეოლოგები შეისწავლიან, მანამ კი -,მოქალაქეების ქირით გადაყვანა მოხდება.
ძლიერი წვიმების შედეგად ასევე დაზიანდა გზის სავალი ნაწილი და ელექტროგადამცემი ბოძები- სოფელ ბეთლემის საკირცხალიოს უბანში.
,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ჯგუფების მუშაობის შედეგად, სოფელში ელექტრომომარაგება აღდგენილია.
სახელმწიფო რწმუნებული დამეწყრილ უბნებში არსებულ ვითარებას მრჩეველთან, დავით გვიშიანთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საბა ოდიშარიასთან, მერის პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან უჩანეიშვილთან ერთად გაეცნო.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

დეკემბერი 2024
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
Skip to content