სენაკში, ჯადოსნური საახალწლო დღეები იწყება – დღეს, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საახალწლო ღონისძიებების – ,,ახალი წლის დღეები საქართველოში”-ფარგლებში, სანახაობრივად დატვირთული საახალწლო აქტივობები გაიმართება.
სამზადისი დასრულებულია: ქალაქის განახლებულ მოედანზე მოწყობილია სხვადასხვა დეკორაციები, განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
საღამო კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.
დღეს, სენაკში, 18:00 საათიდან, ელენე ფოჩხუას, სოფო ბედიას, ბორის ბედიას, თემურ თათარაშვილის, გიორგი კელაპტრიშვილის, ტატო გოდერძიშვოლის, ნინუცა ბედიაშვილის, მაგდა ნიკოლეიშვილის, გიორგი ელისბარაშვილის, ცირა კობიაშვილის, ლიკა დოლიძის, ანსამბლ ,,დიდგორის”, ,,თბილისური კვარტეტის” და ირაკლი კვანჭიანის ბენდის კონცერტი გაიმართება.
ახალი წლის დღეები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს უკვე მეოთხედ იმართება.
გელოდებით საახალწლო ქალაქში!
ერთად შევიქმნათ საახალწლო განწყობა!