ეს კადრები ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის ლეგოგიეს უბანში, გზის კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტს ასახავს.
სარეაბილიტაციო არეალი 4 495 გრძივი მეტრია.
მასშტაბური პროექტის ფარგლებში, სრულად მოწესრიგდა დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, საფეხმავლო ბილიკი, სანიაღვრე სისტემა.
პროექტი, ღირებულებით – 1 671 421 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.
ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, სენაკისა და ხობის დელეგატი, გიორგი ხახუბია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია და მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია.