29 იანვარს, სენაკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ელისო შურღაიას ინიციატივით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, ანა კალანდაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ვიქტორინა -,,ვინ უკეთ იცნობს პოეზიის დედოფალს?!”, ჩატარდა.
ვიქტორინაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სექტორის 16 საჯრო სკოლის 18-მა გუნდმა მიიღო.
ჟიურიმ, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ზაზა ნაჭყებიას, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ინგა ქარდავას, პროექტის ავტორის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ელისო შურღაიას შემადგენლობით, გამარჯვებული გუნდები გამოავლინა.
პირველი ადგილი წილად ხვდა სენაკის მე-7 საჯარო სკოლის გუნდს ,,მაგნოლია”, მეორე ადგილი – ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის გუნდს ,,ია”, III ადგილის მფლობელები გახდნენ: ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის გუნდი ,,ჭიამარია” და მესამე საჯარო სკოლის გუნდი ,,მთიები”.
გამარჯვებულ მონაწილეებს სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწვეტილებით, გამარჯვებული გუნდების კაპიტნებს – ნინო ადამია და ხატია სანაიას, ფულადი ჯილდო გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდა საახალწლო საღამოზე გამართული კონკურსის – ,,დაიჭირე კადრი” გამარჯვებული, ხელოვნების ცენტრის კოორდინატორი – საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ელზა ხუბუა-კაცია.
საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია და მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია დაესწრნენ.