#ჩვენ_უკეთესისენაკისთვის
#გაიგე_რა_გაკეთდა_2024წელს_სოფლისმეურნეობისგანვითარებისმხარდაჭერისფარგლებში
#ანგარიში2024
2024 წელს, სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, #ჩატარდა ადგილობრივი ფერმერების საჭიროებების კვლევა, სექტორში არსებული ვითარების ანალიზი და ფერმერების საჭიროებების გამოვლენა.
#დაინერგა_პროგრამა – ,,სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული პირების ხელშეწყობა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიზნით“, რომლის ფარგლებში, #დაფინანსდა 5 პროექტი:
,,გარემო – ყვავილებისთვის;
,,მზის ენერგია – დანახარჯების დაზოგვისა და ეკოლოგიური გარემოს შექმნისთვის“;
,,იშვიათი ჯიშების შინაური ფრინველების მოშენება, რეპროდუქცია და რეალიზაცია“;
,,ჯოკას ქოხი“ – აგროტურისტებისთვის;
,,ფუტკრის ოჯახების მოშენება“.
პროგრამის ბიუჯეტი – 15 000 ლარი.
ასევე #პირველად_დაინერგა ფერმერთა უწყვეტი განათლების პროგრამა, რომლის ფარგლებში სენაკელ ფერმერს, შვეიცარიის აგრარულ სკოლაში, ევროპული ყველის ნაირსახეობების დამზადების ტექნოლოგიის სასწავლო კურსის საფასური სრულად #დაუფინანსდა.
#მოეწყო_აგროტური, რომლის ფარგლებში, სენაკელმა მეწარმეებმა და ფერმერებმა მონაწილეობა მიიღეს გურჯანიის ღვინის ფესტივალზე.
პროექტის – ,,მერების შეთანხმება“ ფარგლებში:
პროექტის – „ენერგოეფქტური ტექნოლოგიების დანერგვა სენაკის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ქალაქის N1. N2. N6 და ზემო ჭალადიდის საბავშვო ბაღებს 15 ერთეული ენერგოეფქტური ღუმელი #გადაეცა; 10 ერთეული საოჯახო ტიპის ენერგოეფექტური ღუმელი კი – ზემო ჭალადიდისა და უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს #გადაეცათ.
მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საბავშვო და ბაგა-ბაღებშ #ჩატარდა ენერგოაუდიტი – ენერგოეფექტური ღონისძიებების განსაზღვრა.
ქალაქად და ადმინისტრაციულ ერთეულებში – 11 მინი სპორტულ სტადიონზე #დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათება.
LED სანათებით, გარე განათების ახალი ქსელი #მოეწყო და არსებული #განახლდა ქალაქის 176 ქუჩასა და 8 ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც სოფლების ნაწილში – მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათება დამონტაჟდა, ნაწილი კი – LED სანათებით ჩანაცვლდა.
ენერგოეფექტური სანათები #დამონტაჟდა სამ რეკრეაციულ სივრცეში.
ქალაქის ცენტრსა და დევნილთა დასახლებაში, 3 ლოკაციაზე, #დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე ენერგოეფექტური სკამები, რომელთაგან ერთი – ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ორი – გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ,,დეას“ მიერ იქნა შეძენილი,
#აღინიშნა მდგრადი ენერგეტიკის დღე, რომლის ფარგლებში, შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის პროფესიული სწავლების პედაგოგებთან და სტუდენტებთან,გაიმართა შეხვედრა-სემინარი; ნაჩვენები იქნა დოკუმეტური ფილმები – სოფლის მეურნეობის სექტორში, ენერგიის დაზოგვისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების შესახებ.; შედგა სასწავლო ვიზიტი – შპს.„ZANAGRO”-ში.
მუნიციპალიტეტმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმზე – „თანამშრომლობა მდგრადი და მედეგი განვითარებისათვის: ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და თემების გამოწვევები და შესაძლებლობები“; პანელურ დისკუსიაში – „განახლებადი ენერგიების შესაძლებლობები მუნიციპალურ დონეზე“.
პროექტის – ,,Connective Sitiez“ ფარგლებში, #დაიწყო სენაკის მუნიციპალიტეტის სპორტის სასახლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვით, რაც გულისხმობს შენობის კედლების, სახურავის, იატაკის დათბუნებას და ვიტრაჟების გამოცვლას -ენერგოეფექტური მასალით; სავენტილაციო სისტემის მოწყობასა და გათბობის სისტემის რეკონსტრუქციას; 100 კილოვატის სიმძლავრის მზის ფოტოელექტროსისტემის მონტაჟს.
პროექტის – ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტი, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტს შორის, პროგრამაში – „ფინანსებისა და ინვესტიციების მოზიდვის მზაობის აკადემია“ – მონაწილეობის მისაღებად #შეირჩა.
პროექტის ფარგლებში, #მზადდება სენაკის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პროფილი, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის პოტენციალს, რაც მას საინვესტიციო მიმართულებით გააჩნია.
#ერთად_განვაახლოთ