მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

#გაიგე_რა_გაკეთდა_2024წელს_ჯანდაცვის_ხელმისაწვდომობისთვის

#გაიგე_რა_გაკეთდა_2024წელს_ჯანდაცვის_ხელმისაწვდომობისთვის
#გაიგე_რა_კეთდება_2025წელს_ჯანდაცვის_ხელმისაწვდომობისთვის 
#ჩვენ_მოსახლეობისთვის
#ანგარიში2024

მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობა, ჯანდაცვის განახლებული და რელევანტური მუნიციპალური პროგრამის ეფექტურად წარმართვა, ჩემი საქმიანობისა და ჩვენი სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

2024 წელს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებისთვის, 2 329 009 ლარი გამოვყავით, რაც 2023 წელთან შედარებით – 337 409 ლარით მეტია, ხოლო 2022 წელთან შედარებით – 744 509 ლარით მეტი.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით, 2 329 009 ლარის ფარგლებში, #დახმარება_22007_მოქალაქეს_გავუწიეთ.

მათ შორის: ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეულმა ხარჯმა 971 377 ლარი შეადგინა, სოციალურ უზრუნველყოფაზე კი – 1 357 632 ლარი.

2024 წელს, ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური და ამბულატორიული დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამით, 561 087 ლარის ფარგლებში, 1 417-მა მოქალაქემ ისარგებლა;

მათ შორის, სამედიცინო მომსახურება გავუწიეთ 358 ონკოლოგიურ პაციენტს;

მაღალტექნოლოგიური კვლევები 284 პაციენტს დავუფინანსეთ;

სტაციონალური და ამბულატორიული მომსახურება – 775 პაციენტს, რომელთა შორის 162 მოზარდია.

მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამით, 109 987 ლარის ფარგლებში, დახმარება 1 292 მოქალაქეს გავუწიეთ;

მათ შორის: 649 – სოციალურად დაუცველია, 500 – შშმ პირი, 96 – ვეტერანი, 41 -ონკოლოგიური პაციენტი, 6- მარტოხელა დედა.

დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკური გამოკვლევის პროგრამით, 6 292 ლარის ფარგლებში, 839 მოზადმა ისარგებლა.

მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარების ქვეპროგრამით, 93 მრავალშვილიან ოჯახს, 228 650 ლარის ფარგლებში, გავუწიეთ ყოველთვიური დახმარება; ქვეპროგრამით, დახმარება 363 მოზარდს გაეწია.

ბავშვზე ზრუნვის პროგრამით 21 209 ლარის ფარგლებში, დახმარება გავუწიეთ დედ-მამით ობოლ და იშვიათი დაავადების მქონე 10 მოზარდს.

განვახორციელეთ 12 სოციალურად დაუცველ ერთ წლამდე ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა.

სარიტუალო მომსახურების პროგრამით, 11 400 ლარის ფარგლებში, დახმარება გავუწიეთ 34 დევნილის და 4 ვეტერანის ოჯახს.

ხანძრის შედეგად დაზარალებულ 14 მოქალაქეს, ფინანსური დახმარება, 43 500 ლარის ფარგლებში გავუწიეთ.

სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების პროგრამით, 52 900 ლარის ფარგლებში, ფინანსური დახმარება გავუწიეთ 24 უსახლკარო, განსაკუთრებულად მძიმე სოციალური პირობების მქონე პირს; მათშორის რეინტეგრირებული 2 მოზარდის ბიოლოგიურ ოჯახს.

2024 წელს, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიის სამოქალაქო ინიციატივის – ,,დაარღვიე სიჩუმე – შეაჩერე ძალადობა“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში, ორი პროექტი განვახორციელეთ:

,,არტ-თერაპია“ – სამიზნე აუდიტორია: 14 წლიდან 18 წლამდე ასაკის 10 მოზარდი. პროექტის მიზანია – მონაწილეებში შინაგანი ბალანსის დარეგულირება, ,,მეს” გაძლიერება და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება;

მეორე ინიციატივა ითვალისწინებდა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების გაცნობასა და ხელმისაწვდომობას. ინიციატივის ფარგლებში, მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტები და 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში შედგა მოსახლეობასთან შეხვედრები.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამით, 115 800 ლარის ფარგლებში, დახმარება გავუწიეთ 157 მოქალაქეს; 🟢მათ შორის: 57 – მხედველობადაქვეითებულ, 28 – სმენადაქვეითებულ, 39 – ცერებრალური დამბლის მქონე, დაუნის სინდრომის მქონე – 9 და აუტისტური სპექტრის მქონე – 24 ბენეფიციარს.

#დავასრულოთ_სტერეოტიპები – ეს გზავნილი გავაჟღერეთ 21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს. მსგავსი სიმბოლური თარიღების აღნიშვნა მნიშვნელოვანია ცნობიერების ასამაღლებლად.

ჩვენი მოვალეობაა, სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის, სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოებასთან ინტეგრაციის საუკეთესო პირობების შექმნა.

2024 წლიდან, პროექტის – „საჭიროების მქონე ბავშებისთვის ADOS -ის კვლევის დანერგვა მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რისკის მქონე მოზარდებისთვის, მუნიციპალიტეტში, ხელმისაწვდომი გავხადეთ,,ოქროს სტანდარტად“ აღიარებული ADOS -ის კვლევის ადგილზე ჩატარება, დიაგნოზის დროული დასმა და მკურნალობის/რეაბილიტაციის დაწყება.

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით, 127 594 ლარის ფარგლებში, 31-მა მოზარდმა ისარგებლა.

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს, ჯანმრთელობისა და განვითარების ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად შევხვდით.

სოციალური ღონისძიების პროგრამით, 42 800 ლარის ფარგლებში, 357-მა ბენეფიციარმა ისარგებლა; 🟢მათ შორის: 100 წელს გადაცილებული 4 მოქალაქეა, 🟢13 ბენეფიციარი – ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლიკვიდაციაში მონაწილე, 🟢6 – აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაღუპულთა ოჯახი, 🟢340 – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანი და მათთან გათანაბრებული პირია.

თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარების პროგრამით, 68 000 ლარის ფარგლებში, 35-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

დღის ცენტრის – „ლაზარე-2015“ – თანადაფინასების პროგრამით, 9 999 ლარის ფარგლებში, ისარგებლა 15-მა ბენეფიციარმა.

პროექტის – ,,საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“ ფარგლებში, წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად, სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებში მცხოვრებ 784 მოქალაქეს უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდა. სტიქიით დაზარალებულ 337 ოჯახს ასევე გადაეცა სასურსათო ვაუჩერი.

პროგრამით – „ვიზრუნოთ უფროს თაობაზე“, 89 500 ლარის ფარგლებში, მომსახურება 25 ხანდაზმულ მოქალაქეს და შშმ პირს გავუწიეთ.

#დავნერგეთ სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამა, რომლის ფარგლებში შექმნილ კომისიას, მოადგილე, ნანა ზარანდია ხელმძღვანელობს.

2024 წელს განვახორციელეთ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 7 ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავის სრული რეაბილიტაცია.
პროგრამის ბიუჯეტი – 106 690 ლარია.

ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და საჭირო სერვისებით მათი უზრუნველყოფა, ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

სენაკის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის მომსახურებით 400 248 ლარის ფარგლებში, 222-მა ბენეციარმა ისარგებლა, მათ შორის – შინ მიტანის სერვისით სარგებლობს 30 ბენეფიციარი.

2024 წელს, მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის 225 ბენეფიციარს სააღდგომო ნობათები გადავეცით.

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეც, სიმბოლურად, მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად აღვნიშნეთ.

სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამებით, 16 235-მა მოქალაქემ ისარგებლა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით და ჩვენი მხარდაჭერით, სკრინინგ აქციით, ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღვნიშნეთ.

ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერითა და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, გაიმართა სისხლის უანგარო დონაციის აქცია: ,,აჩუქე სიცოცხლე, აჩუქე ღიმილი!“ მსგავს კამპანიაში მონაწილეობის მზადყოფნის სურვილს ჩვენ მუდმივად გამოვხატავთ.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პარტნიორობით, ვახორციელებთ პროექტს – ,,ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა ბავშვზე მორგებული სოციალური პროგრამირების განვითარებაში“, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტს გაუწიოს დახმარება ბავშვების და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამების შემუშავებაში.

2024 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გავხსენით დიალიზის ცენტრი.

წლების განმავლობაში, ბენეფიციარებს, პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

მიმდინარე წლიდან, ბენეფიციარები, სერვისს, მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს ღებულობენ.

ცენტრს შევუძინეთ ერთი სადიალიზო მოწყობილობა, ღირებულებით – 12 947 ლარი.

#გაიგე_რა_კეთდება_2025წელს_ჯანდაცვის_ხელმისაწვდომობისთვის 

სენაკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების უზრუნველსაყოფად, ბიუჯეტი გავზარდეთ 315 706 ლარით.

2025 წელს, პირველად, განვახორცილებთ სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სასკოლო ნივთებით უზრუნველყოფის პროგრამას; ბიუჯეტი – 13 400 ლარი.

გავზარდეთ შემდეგი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება: 

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა – 44 600 ლარით;

პროგრამის ფარგლებში, 31 მოზარდი სარგებლობდა, მიმდინარე წლიდან, მომსახურებას, კიდევ 10 მოზარდი მიიღებს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების პროგრამა – 134 198 ლარით;

მედიკამენტოზური მკურნალობის პროგრამა – 10 013 ლარით;

მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარების ქვეპროგრამა – 41 350 ლარით;

ბავშვზე ზრუნვის პროგრამა – 13 791 ლარით;

დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკური გამოკვლევის პროგრამა – 1 700 ლარით;

მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა – 59 752 ლარით;

სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების პროგრამა – 7 000 ლარით;

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამა – 8 600 ლარით;

სოციალური ღონისძიებების პროგრამა – 22 200 ლარით;

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამა – 13 000 ლარით.

#ჩვენ_მოსახლეობისთვის

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მარტი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
Skip to content