მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

#განახლებული_საცხოვრებელი_გარემო #ჩვენ_უკეთესისენაკისთვის #ანგარიში2024 

ეს პროექტები, 2024 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით #განვახორციელეთ

#განახლებული_საცხოვრებელი_გარემო
#ჩვენ_უკეთესისენაკისთვის
#ანგარიში2024 

2024 წელს, #დავასრულეთ ქალაქის ცენტრალური მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტი, ღირებულებით – 414 444 ლარი.

პროექტის ფარგლებში, მოვაწყვეთ:

დეკორატიული განათების სისტემა;

წყალსაწრეტი – ღია და დახურული კომუნიკაციები;

დასასვენებელი ატრაქციები, რეკრეაციული სივრცეები;

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე განთავსდა სენაკის საპატიო მოქალაქის, ღირსეული სენაკელის და, უბრალოდ, განუმეორებელი ,,ღიმილის ბიჭის’’ – ,,ბოლოკას” – გოჩა ლომიას სკულპტურა.

ცენტრალური მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტით, ქალაქს, ყველა თაობისთვის გათვლილი, კიდევ ერთი #რეკრეაციული_სივრცე_შევმატეთ.

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ღირებულებით – 371 100 ლარი, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე რიონზე გადასასვლელი #ამორტიზირებული_ბორანი_ახლით_შევცვალეთ.

საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ბორანი ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც სოფელი ჭალადიდი სირიაჩქონს უკავშირდება.

წლების მანძილზე, მდინარე რიონის ადიდებამ სენაკის მუნიციპალიტეტში არაერთხელ შექმნა პრობლემები. ბორნით სარგებლობა შეუძლებელი გახადა და გარესამყაროს, სოფელ სირიაჩქონში მცხოვრები ოჯახები მოწყვიტა.

უხვი ნალექის დროს, მდინარე მოსახლეობას მუდმივ საფრთხეს უქმნიდა, ასევე აზიანებდა საკარმიდამო ნაკვეთებს; გზის სავალ ნაწილზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა კი – მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემას უქმნიდა.

პრობლემების აღმოსაფხვრელად, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე #განვახორციელეთ:

ნაპირსამაგრი სამუშაოები;

ბორნისკენ მისასვლელ, სამ კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი;

მოვაწყვეთ გარე განათების სისტემა;

ტურისტული სივრცის მოწყობის კუთხით – საპიკნიკე და საკემპინგე ლოკაციები.

განახლებული ინფრასტრუქტურით, ჩვენს მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მრავალფუნქციური, მათ შორის, ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცე შევმატეთ.

#მრავალბინიანი_საცხოვრებელი_კორპუსების_მოწყობა_რეაბილიტაციის_პროექტების_ფარგლებში#განვახორციელეთ:

ნაფეტვარიძის ქუჩაზე, ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის, სახურავის და ეზოების კეთილმოწყობის პროექტი, ღირებულებით – 397173 ლარი;

სამუშაოების ფარგლებში, სრულად განვაახლეთ საცხოვრებელი კორპუსების სახურავები, აივნები, შიდა კიბეები, ასევე კარ-ფანჯარები, საცხოვრებელი კორპუსების ფასადები და ეზოები.

ასევე – სრულად რეაბილიტირდა აკაკი ელიავასა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე მრავალბინიანი სახოვრებელი კორპუსი, ღირებულებით – 137 868 ლარი;

რეაბილიტირდა ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმის შენობის სახურავი და მოეწყო მუზეუმის ეზო, ღირებულებით – 39 902 ლარი;

ილია ჭავჭავაძის ქუჩის N37-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში დამონტაჟდა ლიფტი, ღირებულებით – 49 294 ლარი;

ქალაქში არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში მოეწყო რკინის კარები, ღირებულებით- 127 800 ლარი.

2024 წელს, #სანიაღვრე_სისტემის_მოწყობა_რეაბილიტაციის_სამუშაოები_ჩავატარეთ შემდეგ ლოკაციებზე:

ქალაქად, ჯიხას ქუჩაზე, ღირებულებით – 11 328 ლარი;

ჭალადიდელის ქუჩაზე, ღირებულებით – 106 622 ლარი;

გეგელიას ქუჩაზე, ღირებულებით – 11 052 ლარი;

თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის გოლასკურის უბანში, ღირებულებით – 31 651 ლარი.

 #დასრულების_ეტაპზეა სენაკის სამშობიარო სახლის რეაბილიტაციის პროექტი.

სენაკის სამშობიარო სახლმა ფუნქციონირება 2017 წელს შეწყვიტა და მხოლოდ ლაბორატორიულ და საკონსულტაციო სერვისებს სთავაზობდა მოსახლეობას.

სამშობიარო სახლის სრული რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ, იგი მრავალპროფილურ სერვისებს შესთავაზებს ჩვენს მოსახლეობას.

#ვაგრძელებთ სახელოვნებო-საგანმანათლებლო კერის – დიდი ტრადიციებისა და ისტორიის მქონე ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის პროექტს, ღირებულებით – 391 599 ლარი.

წლების შემდეგ, პირველად, გასულ წელს, სრულად განვაახლეთ ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდი საკონცერტო დარბაზი და სცენა; რეაბილიტირდა სასწავლო ოთახები, კეთილმოეწყო დერეფანი, ასევე განახლდა მცირე საკონცერტო დარბაზი.

ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, ჩვენი პედაგოგები, მომავალი თაობების ხელოვნებასთან ზიარების საპატიო მისიას, კეთილმოწყობილ, განახლებულ გარემოში გააგრძელებენ.

#ერთად_განვაახლოთ

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მარტი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
Skip to content