#მოქალაქეთა_ჩართულობის_განვითარების_პროგრამა
#ერთად_განვაახლოთ
#ანგარიში2024
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის – ,,მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის” ფარგლებში, ქალაქად – ფიროსმანის, რიონის ქუჩების ბოლო მონაკვეთში, სიმონ ჯანაშიას მესამე ჩიხის ბოლო დასახლებულ მონაკვეთსა და 12 ადმინისტრაციულ ერთეულში, განვახორციელეთ გზების მოხრეშვა-მოშანდაკების პროექტები, საერთო ღირებულებით – 221 908 ლარი;
ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონი, ღირებულებით – 6 403 ლარი;
ქალაქად – დავით აღმაშენებლის, აკაკი ელიავას, შოთა რუსთაველის ქუჩებზე, ხორავასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე – დავასრულეთ შუქნიშნების მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით – 120 000 ლარი;
პროექტის – ,,მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის” ფარგლებში, ჩვენს მუნიციპალიტეტს 18 ინფრასტრუქტურული პროექტი შევმატეთ, რომელთა საერთო ღირებულება 349 665 ლარს შეადგენს.
#ჩვენ_მოსახლეობისთვის