მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

პროექტები 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში შერჩეულია

დღეს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში, მოსახლეობის კონსულტაციებისა და სოფლის კრებებებზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დასაფინანსებელი პროექტები თეკლათის, მენჯის, ხორშის, ეკისა და ზანის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეირჩა.
მოსახლეობის მიერ, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შემდეგ განსახორციელებელ პროექტებზე:
თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თეკლათში – საყანე ტერიტორიებზე ღობის მოწყობა ეკლიანი მავთულხლართებით; ბიბლიოთეკის შენობის ფასადის რეაბილიტაცია;
სოფელ საგვარამიოში – მილხიდის მოწყობა;
სოფელ რეკაში – წყაროსა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია.
მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საწულეისკირიოში – გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელ ბათარიაში – გზის რეაბილიტაცია.
ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ პატარა ზანაში – სასაფლაოს ღობის მოწყობა; წყალმომარაგების სისტემის მოწყობა;
სოფელ დიდ ხორშში – გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელ შუა ხორშში – გმირთა მემორიალის რეაბილიტაცია; საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა.
ეკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შრომისკარში – სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია;
სოფელ საადამიოში – გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელ ეკში – სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია;
სოფელ საცხვიტავოში – მინი სპორტული მოედნისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.
ზანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ეწერში – სასაფლაოს ღობის მოწყობა; გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელ სატყებუჩავოში – გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელ საესებუოში – გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელ საშურღაიოში – არსებულ ხიდზე პორტალური კედლის მოწყობა.
პრიორიტეტების გამოსავლენად გამართულ შეხვედრებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე კიზირია, მერის თანაშემწე, მარინე ფაღავა, ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი, დალი შონია, თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.
განსახორციელებელი პროექტები 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში შერჩეულია.
პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ 52 ინფრასტრუქტურულ პროექტს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

თებერვალი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728  
Skip to content