სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა, საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო’’ თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია, საკრებულოს წევრი, მარინე ნანეიშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, სპორტის მიმართულებით – მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტი, გოგიტა მზარელუა, ქართულ ჭიდაობასა და ჭიდაობა-ძიუდოში საქართველოს ჩემპიონს, წარმატებულ სენაკელ სპორტსმენს, ალექსი გულუას, მწვრთნელ-მასწავლებლებს: გელა ხარბედიას, უჩა ჯღარკავას და სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-2025-ის სენაკის მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებული სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ, მათ მოპოვებული გამარჯვებები მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებულებს, საჩუქრად, სასკოლო ოლიმპიადის ბრენდირებული ფორმები გადასცა.
სენაკის მერმა, საქართველოს ჩემპიონს ქართულ ჭიდაობასა და ჭიდაობა-ძიუდოში, წარმატებულ სენაკელ სპორტსმენს, ალექსი გულუას, ასევე გადასცა ფულადი ჯილდო.
ალექსი გულუას სპორტული მიღწევების შესახებ: საქართველოს ჩემპიონატზე ქართულ ჭიდაობაში, 2008-2009 და 2010-2011 დაბადებულ სპორტსმენთა შორის, 50 კგ. წონით კატეგორიაში, ალექსიმ, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა; რესპუბლიკურ ტურნირზე ძიუდოში, 50 კგ. წონით კატეგორიაში, წარმატებული სენაკელი სპორტსმენი, ჩემპიონი გახდა; რესპუბლიკურ ტურნირზე ძიუდოში – ,,კოლხეთის თასი 2024″ – ტურნირის გამარჯვებული. 2008-2009 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა მასტერსზე, 50 კგ. წონით კატეგორიაში – მეორე ადგილის მფლობელი.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-2025-ის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებული გოგონათა შორის – გეზრბენში, 3X3-ზე კალათბურთში, ბადმინტონში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბურთში ნოსირის საჯარო სკოლის გუნდი. მინი ფეხბურთში – ქვემო ფოცხოსა და უშაფათის სკოლების გაერთიანებული გუნდი; ვაჟთა შორის – გეზრბენში გამარჯვება ძველი სენაკის სკოლის გუნდმა მოიპოვა, 3X3-ზე კალათბურთში – ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის გუნდმა, ბადმინტონში – ნოსირის საჯარო სკოლის გუნდმა, მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბურთში – ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის, მინი ფეხბურთსა და ხელბურთში – მეშვიდე საჯარო სკოლის, ხოლო მხიარულ სტარტებში – ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლების გუნდებმა.