სენაკის მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა 2025-ის ფარგლებში, საპროექტო წინადადებების მიღება 26 თებერვლიდან იწყება და 26 მარტს დასრულდება.
#დაწერე_პროექტი, #მოგვაწოდე_იდეა და #ერთად_განვაახლოთ_ჩვენი_ქალაქი!
იხილეთ საპროექტო წინადადების ფორმა:
https://bit.ly/3uLcMLd
პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, ერთი საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.
პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია დაფინანსდეს მინიმუმ ორი საპროექტო წინადადება.
2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი სრულად მიიმართება სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის.
პროგრამის განსახორციელებლად განსაზღვრულია ვადები:
საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა – 31 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით;
კენჭისყრის ეტაპი – 1 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით;
გამარჯვებული პროექტების გამოვლენა – 5 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით.
პროგრამა მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის თვითმმართველობაში ჩართულობის ასამაღლებლად.
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა, მოქალაქეებს, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში უშუალო მონაწილეობის, მათთვის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული საკითხების და საჭიროებების წარმოჩენისა და განხორციელების რეალურ შესაძლებლობას აძლევს.
#სამოქალაქობიუჯეტირებისპროგრამა2025
#ერთადგანვაახლოთ
#მიაწოდოიდეასენაკისმერიას
#ჩაერთე