ქვეყნის თავისუფლებას შეწირული საქართველოს ეროვნული გმირების: ჟიული შარტავას 81-ე, გურამ გაბესკირიას 78-ე და გენო ადამიას 89-ე დაბადების თარიღების აღსანიშნავად, გმირების მშობლიურ ქალაქში, კომპლექსური ღინისძიებების კვირეული მიმდინარეობს.
დღეს, გენო ადამიას სახელობის პირველ საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა მონაწილეობით, გმირების ხსოვნას მიეძღვნა ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კოტე ბასარია საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა, მერიის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ელისო შურღაია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები.
დღეს, ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა თემატური საღამო – ,,სენაკი – გმირების ქალაქი’’.
5 მარტს, ჟიული შარტავას სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში, პედაგოგმა, ნანა თავართქილაძემ, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობას თემატური გაკვეთილი მიუძღვნა.
ღონისძიებას, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა, მერიის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ელისო შურღაია, განათლების მიმართულებით – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტი, ირმა კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტი, ლატავრა თოდუა, მერის თანაშემწე, ნიკოლოზ ქეცბაია და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
4 მარტს, ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლამ, ეროვნული გმირების საიუბილეო თარიღებს მიუძღვნა მოსწავლეთა ნამუშევრების თემატური გამოფენა.
4 მარტს, სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიხსნა ფოტოგამოფენა – ,,სენაკი – გმირების ქალაქი – ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, გენო ადამია’’.
კვირეული, 7 მარტს, ჟიული შარტავას დაბადების დღეს, დასკვნითი ღონისძიებებით დასრულდება.