მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში პატივი მიაგეს გენო ადამიას ხსოვნას

დღეს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული საქართველოს ეროვნული გმირის, სენაკის ღირსეულ შვილის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადების დღეა.
გმირის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს: სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან უჩანეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნაჭყებიამ, საკრებულოს ფრაქცია – ,,ქარღული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილემ, მანანა გვიჩიამ.
გენო ადამიამ, შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების პირველივე დღიდან, მოხალისეები შემოიკრიბა. ის თანამებრძოლებთან ერთად ბოლომდე იბრძოდა.
სოხუმის დაცემის შემდეგაც კი უარი თქვა დანებებაზე და მცირე ძალებით ცდილობდა ბრძოლას.
1993 წლის 28 სექტემბერს, გენო ადამია კოდორის ხიდთან მაშინ მოკლეს, როცა სოხუმში შესვლას ცდილობდა.
ოთხი თვის შემდეგ, მისი ნეშტი, საქართველოში გადმოასვენეს და სამხედრო პატივით, ქართულ მიწას მიაბარეს.
2020 წელს გენო ადამიას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
გმირის სახელობის გახდა სენაკის პირველი საჯარო სკოლა.
გმირის მშობლიურ ქალაქში მისი სახელობის ქუჩაა – გენო ადამიას ქუჩა.
დღეს, მას, 89 წელი შეუსრულდებოდა.
დიდება გმირებს!

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მარტი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
Skip to content