მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში პატივი მიაგეს ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნას

🇬🇪🇮🇱 დღეს, გამოჩენილი ქართველი ებრაელი მწერლის, ჯემალ აჯიაშვილის 81-ე დაბადების დღეს, სენაკში, კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნას და მისი სახელობის სკვერში, მწერლის ბარელიეფი, ყვავილებით შეამკეს.
ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 81-ე საიუბილეო თარიღისადმი მიღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, 21 მარტს, ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმში მოეწყო სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა – ,,ნახატები ებრაულ მოტივებზე”, გაიმართა რეჟისორ, მიხეილ ჭიაურელის ფილმის ჩვენება, თემატური პრეზენტაციები.
ღონისძიებას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ელისო შურღაია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ქალაქ თბილისში, ისრაელის საელჩოს ორგანიზებით, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონკურსში – ,,80 წელი – ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან“, მონაწილეობა სენაკელმა მოსწავლეებმა მიიღეს, რომელთა შორისაა, ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე, გოგა ბაღათურია.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, კონკურსის წარმატებულ მონაწილეს სიგელი, კვირეულის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე გადასცა.
17 მარტს, კვირეულის ფარგლებში, სენაკის ხელოვნების გალერეაში თემატური ფოტო გამოფენა გაიხსნა.
18 მარტს, ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში, თემატური საღამო გაიმართა.
19 მარტს, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში – ჯემალ აჯიაშვილის პოეტური შემოქმედებისადმი მიძღვნილი მხატვრული კითხვის კონკურსი.
20 მარტს, მწერლის მშობლიურ მეორე საჯარო სკოლაში გაიხსნა ჯემალ აჯიაშვილის სახელობის კაბინეტი.
საუკუნის ქართველი ებრაელი მწერლის, პოეტის, მთარგმნელის და პუბლიცისტის, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის, საქართველოს მწერალთა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირების წევრის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, პარიზის ქართულ-ევოპული ინსტიტუტის, ილია ჭავჭავაძის სახელობისა და ივანე მაჩაბლის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, სენაკის საამაყო შვილის, ჯემალ აჯიაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის, განათლების მიმართულებით – მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტის, საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების სენაკის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ირმა კუპრეიშვილის ორგანიზებით ჩატარდა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მარტი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
Skip to content