სენაკში მუსიკალური კონკურსი ,,ააჟღერე კინომუსიკა” ჩატარდა
25 მარტს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს მხარდაჭერითა და მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ელისო შურღაიას ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, მუსიკალური კონკურსი – ,,ააჟღერე კინომუსიკა” გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობა 22-მა საჯარო და კერძო სკოლამ მიიღო.
კონკურსის გრანპრის მფლობელი სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის საჯარო სკოლის მოსწავლე, ლიზი კილასონია გახდა.
პირველი ადგილი წილად ხვდათ:
გენო ადამიას სახელობის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეს, დავით ჟვანიას.
ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეს, ანასტასია ზუხბაიას;
მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებს: ელენე ლომაიას და ნინო სიჭინავას;
მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებს: ნინო გაბესკირიას და საბა ქობალიას;
კერძო სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეს, თამარ ვეფხვაძეს;
თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებს: კახა პერტაიას და ლუკა ადამიას;
ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეს, ლიზი ჩიტაიას;
ხორშის საჯარო სკოლის მოსწავლეს, ბარბარე ცაავას;
მენჯის საჯარო მოსწავლეს, ნინო კვაჭაძეს;
უშაფათის საჯარო სკოლის მოსწავლეს, ლიზი ზარიძეს.
მეორე ადგილზე გავიდნენ:
კოტიანეთის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები: საბა ბეჩეხია და მარიამ ფაჩუაშვილი;
თეკლათის საჯარო სკოლის მოსწავლე, რუსუდან თოდუა;
ეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ნია და ამანდა ადამიები;
ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე, ელენე მალანია;
გეჯეთის საჯარო სკოლის მოსწავლე, ქეთი ვაშაკიძე;
ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის მოსწავლე, კახა გვილია;
ხორშის საჯარო სკოლის მოსწავლე, ბარბარე ცაავა;
ზანის საჯარო სკოლის მოსწავლე, ნამცეცა ადამია.
დასახელდნენ ჟიურის და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რჩეული მონაწილეები: ახალსოფლის, ლეძაძამეს, ძველი სენაკისა და ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლები.
კონკურსს ესწრებოდნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა, ფრაქცია – ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია, საკრებულოს წევრი, მარინე ნანეიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო სფეროს და საზოგადოების წარმომადგენლები.