სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მონაწილეობა მიიღო საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე გამართულ სათემო ფორუმში.
ფორუმზე, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობებზე, საფრთხეების პროგნოზირებაზე, აგრომეტეოროლოგიური სერვისების განვითარებაზე, ასევე, კლიმატის ცვლილებების მიმართულებით – საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
ფორუმს ესწრებოდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში, ნილს ქრისტენსენი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, შესაბამისი სექტორების წარმომადგენლები.
სათემო ფორუმის ფარგლებში გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ პროგრამის – „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ჩატარებული გარემოსდაცვითი კონკურსების გამარჯვებულები.