სპორტის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა სპორტსმენს, მწვრთნელს, ჩვენს ქალაქის სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, სპორტის გულშემატკივარებს.
ჩვენი ფალავნებს, კალათბურთელებს, მორაგბეებს, ფეხბურთელებს, მოჭადრაკებს, წინსვლას და წარმატებებს ვუსურვბ ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
სპორტული მიღწევების თვალსაზრისით, ჩვენი ქალაქი რომ მართლაც გამორჩეულია, ამას სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოპოვებული გამარჯვებები და ტიტულები ადასტურებენ.
მიმდინარე წელს, ჩვენმა საამაყო ფალავანმა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა, საქართველოს ჩემპიონმა, საქართველოს ორგზის ვიცე-ჩემპიონმა, სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის სპორტსმენმა, გიორგი ქვარცხავამ, სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში – ჩემპიონის ტიტული, ხოლო 17 წლამდელთა შორის, საქართველოს პირველობაზე – ,ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ჩვენმა წარმატებულმა სპორსმენმა, საქართველოს ჩემპიონმა კარატეში, სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოსწავლემ, ანდრია გუგუნავამ, საერთაშორისო ტურნირზე, 14-15 წლიანთა ასაკობრივ კატეგორიაში, მეორედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.
ჩვენს ნორჩმა სპორტსმენმა, ქართულ ჭიდაობასა და ჭიდაობა-ძიუდოში საქართველოს ჩემპიონმა, სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის ძიუდოისტმა, ალექსი გულუამ, ტეპლიცეს ევროპის თასზე – ოქროს მედალი,
ევროპის თასზე ძიუდოში, ჭაბუკთა შორის, 50კგ. წონით კატეგორიაში კი – ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ჩვენმა თანაქალაქელებმა, ანანო კინწურაშვილმა და მარიამ სიჭინავამ, რომელთა პირველი წარმატებული ნაბიჯები სპორტში, სწორედ სენაკს უკავშირდება, საქართველოს პირველობაზე სამბოში, საქართველოს ჩემპიონების ტიტულებო მოიპოვეს.
სასიხარულოა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდის საუკეთესო კალათბურთელი, მეშვიდე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, ახალგაზრდა სპორტსმენი, ლუკა ჩიქობავა ესპანეთში, კალათბურთის აკადემიაში კარიერას წარმატებულად აგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ ასევე წარმატებით ასპარეზობენ ჩვენი კალათბურთელები, მორაგბეები, ფეხბურთელები, მოჭადრაკეები.
სპორტი და ახალგაზრდული პოლიტიკა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ახალგაზრდებში მისი პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა ჩვენი სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
#2024წელს, წარმატებული სპორტსმენების წახალისების, სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, #ფულადი_ჯილდოს_სახით, 27 000 ლარი გავეცით, #ფულადი_მხარდაჭერის_სახით კი – 13 248 ლარი.
ამ მიმართულებით, #2023წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, #ფულადი_ჯილდოს_სახით, გავეცით 15 000 ლარი, #ფულადი_მხარდაჭერის_სახით კი – 1 950 ლარი; ხოლო #2022წელს_ფულადი_მხარდაჭერის_სახით – 13 800 ლარი.
ახლა კი, 2024 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ სპორტის სფეროდან:
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სენაკელი ფალავანი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, ჭაბუკებს შორის ევროპის ორგზის პრიზიორი, 23 წლამდელთა შორის ევროპის პრიზიორი, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, საფრანგეთის გრან-პრის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენისა და 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულების მფლობელი, გიორგი ჩხიკვაძე, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გამორჩეულ ფალავანს, საქართველოს ეროვნულმა ოლომპიურმა კომიტეტმა მიანიჭა ტიტული – 2024 წლის აღმოჩენა – ,,ოლიმპიური იმედი.”
სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოსწავლემ, ანდრია გუგუნავამ, საერთაშორისო ტურნირზე კარატეში, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოსწავლე, გიორგი ჭანტურია, 15 წლამდელ ასაკის ჭაბუკთა შორის, საქართველოს ჩემპიონი გახდა და ასევე მოიპოვა ჭადრაკში სპორტის ოსტატობის კანდიდატის წოდება.
სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდმა – მწვრთნელი, შოთა კუჭავა, სენაკის სპორტის ისტორიაში, პირველად, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ტაეკვანდოს აზიის ჩემპიონატში (ICTF) ნორჩმა სენაკელმა სპორტსმენებმა – ლუკა სიჭინავამ, იოანე გოგოლიშვილმა და ნიკოლოზ გაბედავამ – მწვრთნელი: ტაეკვანდოს ფედერაციის (ICTF) პრეზიდენტი, ლაშა ჯოლოგუა, – ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს; ლუკა სიჭინავა, იოანე გოგოლიშვილი, ცოტნე მიშველია, გიორგი ხოფერია, ნიკოლოზ წურწუმია და ოთო დემურია, ტაეკვანდოში მსოფლიო თასის გამარჯვებულები და პრიზიორები გახდნენ.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ტიტულოვან სპორტსმენებს #გადავეცით_ფულადი_ჯილდოები.
#ადგილობრივი_ბიუჯეტიდან ასევე_დავაფინანსეთ:
სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდის საუკეთესო კალათბურთელი, ლუკა ჩიქობავა – ესპანეთის კალათბურთის აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად;
სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდი – საერთაშორისო ტურნირზე გასამგზავრებლად;
საქართველოს ვეტერან ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, სენაკელი სპორტსმენი, ელგუჯა გვასალია – ძიუდოისტთა ტურნირზე გასამგზავრებლად;
სენაკელი ტაეკვონდოელები – საერთაშორისო ტურნირზე გასამგზავრებლად.
,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024“-ის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონული ეტაპის ყველა სახეობაში მონაწილე სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდების ტრანსპორტირება;
ნოსირის საფეხბურთო გუნდის ,,ნოსირი“ – 7X7-ზე ფეხბურთში, დასავლეთ საქართველოს ლიგაში მონაწილეობის მიღების უფლება და ტრანსპორტირება;
,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024“-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ეტაპის ყველა სახეობაში მონაწილე სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდები და მოყვარულ ფეხბურთელთა ტურნირის „მოყვარულთა თასი 2024“ – მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებული გუნდი „შინდისი”.
#2024_წელს, #სპორტული_ინფრასტრუქტურის_მოწყობა_რეაბილიტაციის_პროექტების_ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, #დავასრულეთ სამი სპორტული მოედნის მშენებლობა:
ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ღირებულებით – 65 953 ლარი;
ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ღირებულებით – 78 106 ლარი;
საჯაიას ქუჩის მიმდებარედ, ღირებულებით – 30 941 ლარი.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ტრენაჟორები #მოვაწყვეთ:
ვაჩნაძის ქუჩაზე, ღირებულებით – 39 096 ლარი;
ღვინჯილიას ქუჩაზე, ღირებულებით – 38 681 ლარი.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ქალაქის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე, #დავასრულეთ ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მინი სპორტული მოედნის მშენებლობა, ღირებულებით – 497 777 ლარი.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, ჩვენი ახალგაზრდების თხოვნის გათვალისწინებით, 4 მინი სპორტული მოედანი #მოვაწყვეთ:
თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გოლასკურსა და ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის გახომელას უბანში, საერთო ღირებულებით – 215 513 ლარი;
ბელიაშვილისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე, საერთო ღირებულებით – 197 792 ლარი.
2024 წელს, #შევიძინეთ ოლიმპიური სტანდარტების კრივის რინგი, ღირებულებით – 27 500 ლარი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენს ქალაქში გავმართოთ საერთაშორისო ტურნირები და ოლიმპიადები.
2024 წელს, ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადის” თამაშები ჩავატარეთ სპორტის 6 სახეობაში – 100მ.-ზე სირბილში, ბადმინტონში, 3X3 კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთსა და ხელბურთში;
ჩვენი ქალაქის სპორტის ისტორიაში, პირველად, ვუმასპინძლეთ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალურ თამაშებს;
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ჩავატარეთ მოყვარულ ფეხბურთელთა ტურნირი – „მოყვარულთა თასი 2024“;
აღვნიშნეთ ევროპის სასკოლო სპორტის დღე, რომლის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სასკოლო გუნდების შორის – სპორტის ოთხ სახეობაში – ფეხბურთში, კალათბურთში, 100 მ.-ზე სირბილსა და მაგიდის ჩოგბურთში, ჩავატარეთ „თავისუფლების თამაშები“.