დღეს ჩვენი დროის გმირის, IV ბრიგადის 42-ე ბატალიონის კაპრალის, რამაზ დავითაიას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა.
განსაკუთრებული სიმამაცით გამორჩეული სენაკელი კაპრალი რამაზ დავითაია, ავღანეთში, მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის მისიაში მსახურებისას, პატრულირების დროს, 2012 წელს მძიმედ დაიჭრა და 29 წლის ასაკში, 2015 წლის 8 ივნისს გარდაიცვალა.
რამაზი შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობდა. იბრძოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.
რამაზ დავითაია დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით – “სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის” და უწყებრივი მედლით – “საბრძოლო იარისათვის”.
ჩვენი გმირების ხსოვნას დავიწყება არ უწერია.
დიდება გმირებს!
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი