,,ვეფხისტყაოსნის’’ დღეს, სენაკში, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის, სენაკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების სენაკის ორგანიზაციის ორგანიზებით, ,,ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის მარათონი, კალიგრაფიის კონკურსი და მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა.
,,ვეფხისტყაოსნის’’ საჯარო კითხვაში ჩაერთნენ საჯარო და სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები და მოხალისეები.
ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, ფულად ჯილდოებს გადასცემს კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს.
ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლაში გაიმართა მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია – „ვეფხისტყაოსანი“ სკოლაში.
,,ვეფხისტყაოსნის“ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს: ღონისძიების ორგანიზატორმა, განათლების მიმართულებით – მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტმა, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების სენაკის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ირმა კუპრეიშვილმა და სენაკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ელისო შურღაიამ.