სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ინიციატივით, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, კურსდამთავრებულთათვის მიძღვნილი ღონისძიება ,,ბოლო ზარი 2025“ გაიმართა.
საღამოზე მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებმა.
სენაკის მერმა, ვახტანგ გადელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, სენაკელ ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
საღამოს მეორე ნაწილი ცნობილი რეპერების – მასტერის და Young Mic-ის შოუს დაეთმო.
ღონისძიებას სენაკის მერის მოადგილეები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.