2025 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეალიტაციის პროექტების ფარგლებში, 5 მინი სპორტული მოედნის მშენებლობა დაასრულა დედის და ღვინჯილიას ქუჩებზე, თეკლათის, ნოსირის და ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულების გოლასკურის და საოდიშარიოს უბნებში, სოფელ ისულაში.
პროექტების ფარგლებში, მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მოედნები, გარე განათების სისტემა, სტადიონები შემოიღობა, დამონტაჟდა ტრენაჟორები.
პროექტები, საერთო ღირებულებით – 590 149 ლარი, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
სენაკის მუნიციპალიტეტს ბოლო 4 წელიწადში 14 მინი სპორტული მოედანი შეემატა.