დღეს, აჭარის კულტურის სამინისტროს და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ პროფესიულ თეატრში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრთან არსებულმა კვარტეტმა ,,ნოტა” სოლო კონცერტი გამართა.
ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, რამაზ კუპრეიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
საღამოს ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი, ავთო ქარჩავა უძღვებოდა.