სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამებით, 2025 წლის იანვრიდან დღემდე, 5 021 მოქალაქეს დაეხმარა, რისთვისაც 1 173 947 ლარი დაიხარჯა. აქედან, ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეულმა ხარჯმა 516 204 ლარი შეადგინა, სოციალურ უზრუნველყოფაზე კი – 657 743 ლარი.
2025 წელს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებისთვის, 2 654 715 ლარი გამოიყო.
2022-2025 წლებში, სენაკის მერიამ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამებით, 7 079 098 ლარის ოდენობის დახმარება 19 180 მოქალაქეს გაუწია. 2012 წლიდან დღემდე კი , 14 038 700 ლარით – 45 344 მოქალაქეს.
2025 წელს, მოქალაქეთა სტაციონარული და ამბულატორიული დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამით, 276 337 ლარის ოდენობის დახმარებით 670-მა მოქალაქემ ისარგებლა. სამედიცინო მომსახურება გაეწია 155 ონკოლოგიურ პაციენტს; მაღალტექნოლოგიური კვლევები 77 პაციენტს დაუფინანსდა, ხოლო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურება – 438 პაციენტს.
2022-2025 წლებში, სენაკის მერია, მოქალაქეთა სტაციონარული და ამბულატორიული დაფინანსებისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამით, 1 846 204 ლარის ოდენობით 4 325 მოქალაქეს დაეხმარა.
2025 წლის იანვრიდან დღემდე, მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამით, 58 381 ლარის ოდენობის დახმარება 669 მოქალაქეს გაეწია. მათ შორის: 276 სოციალურად დაუცველია, 324 – შშმ პირი, 49 – ვეტერანი, 17 -ონკოლოგიური პაციენტი, ხოლო 3 – მარტოხელა დედა.
2022-2025 წლებში, სენაკის მერიამ, აღნიშნული მუნიციპალური პროგრამით, 653 081 ლარის ოდენობის დახმარება 3734 მოქალაქეს გაუწია.
დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკური გამოკვლევის პროგრამით, 2022-2025 წლებში, 13 292 ლარის ფარგლებში, მომსახურება 3 734-მა მოზარდმა მიიღო.
2025 წელს, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამით, 94 მრავალშვილიან ოჯახს, ყოველთვიური დახმარება, 119 650 ლარის ოდენობით გაეწია. 2022-2025 წლებში აღნიშნული პროგრამით, 773 350 ლარის ოდენობით, 377-მა მრავალშვილიანმა ოჯახმა ისარგებლა.
მიმდინარე წელს, ბავშვზე ზრუნვის პროგრამით, 6950 ლარის ოდენობის დახმარება დედ-მამით ობოლ და იშვიათი დაავადების მქონე 10 მოზარდს გაეწია. 2022-2025 წლებში კი – 69 359 ლარის ოდენობით – 96 მოზარდს. ქვეპროგრამის ფარგლებში, ბოლო ოთხი წლის მანძილზე, სენაკის მერიამ, ერთ წლამდე სოციალურად დაუცველი 65 მცირეწლოვანი კვების პროდუქტებით უზრუნველყო.
2025 წელს, სარიტუალო მომსახურების პროგრამით, 7200 ლარის ფარგლებში, დახმარება 24 დევნილ ოჯახს გაეწია. 2022-2025 წლებში კი – 45 350 ლარის ფარგლებში – 170 დევნილისა და ვეტერანის ოჯახს.
მიმდინარე წელს, სენაკის მერია, ხანძრის შედეგად დაზარალებულ 6 მოქალაქეს, 19 000 ლარის ოდენობით დაეხმარა. 2022-2025 წლებში, აღნიშნული პროგრამით, 11 000 ლარის ოდენობით – 38 მოქალაქეს.
მიმდინარე წელს, სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების პროგრამით, 46 200 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება გაეწია 31 უსახლკარო, განსაკუთრებულად მძიმე სოციალური პირობების მქონე პირს; 2022-2025 წლებში, პროგრამით, 152 000 ლარის ოდენობით, ფინანსური დახმარება 96 ოჯახს გაეწია.
მიმდინარე წელს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამით, 53 400 ლარის ოდენობის დახმარება გაეწია 141 მოქალაქეს; მათ შორის: 48 – მხედველობადაქვეითებულ, 27 – სმენადაქვეითებულ, 66 – ცერებრალური დამბლის, დაუნის სინდრომის და აუტისტური სპექტრის მქონე ბენეფიციარს. ბოლო 4 წლის მანძილზე, აღნიშნული პროგრამით, 169 200 ლარის ფარგლებში, სენაკის მერია 604 მოქალაქეს დაეხმარა.
2024 წლიდან პროექტის – „საჭიროების მქონე ბავშებისთვის ADOS -ის კვლევის დანერგვა მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რისკის მქონე მოზარდებისთვის, მუნიციპალიტეტში, ხელმისაწვდომი გახდა ,,ოქროს სტანდარტად“ აღიარებული ADOS-ის კვლევის ადგილზე ჩატარება, დიაგნოზის დროული დასმა და მკურნალობა/რეაბილიტაციის დაწყება. პროგრამის დანერგვიდან დღემდე, აუტიზმის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით, 262 450 ლარის ფარგლებში, 86-მა მოზარდმა ისარგებლა.
2025 წელს, სოციალური ღონისძიების პროგრამით, 31 500 ლარის ფარგლებში, 320-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. მათ შორის: 100 წელს გადაცილებული 3 მოქალაქეა, 13 ბენეფიციარი – ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლიკვიდაციაში მონაწილე, 304 – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანი და მათთან გათანაბრებული პირია. 2022-2025 წელს, სოციალური ღონისძიების პროგრამით, 123 700 ლარის ფარგლებში, მერია 1 127 ბენეფიციარს დაეხმარა.
მიმდინარე წელს, თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარების პროგრამით, 32 200 ლარის ფარგლებში, 32-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ბოლო 4 წლის მანძილზე – 172 400 ლარის ფარგლებში, აღნიშნული პროგრამით 117-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
2025 წელს, დღის ცენტრის – „ლაზარე-2015“ – თანადაფინასების პროგრამით, 5 000 ლარის ფარგლებში, ისარგებლა 15-მა შშმ მოზარდმა. 2022-2025 წლებში – დღის ცენტრს მხარდაჭერა გაეწია 29 000 ლარის ფარგლებში.
პროექტის – ,,საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“ ფარგლებში, 12 სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულს, რამდენიმე ეტაპად გადაეცა პროდუქტი.
მიმდინარე წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ერთობლივი პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე 221 მოქალაქეს. 2022-2025 წლებში – 126 110 ლარის ოდენობით, 2 952-მა ბენეფიციარმა მიიღო დახმარება.
2025 წელს, პროგრამით – „ვიზრუნოთ უფროს თაობაზე“, სენაკის მერიამ, 45 000 ლარის ფარგლებში, მომსახურება 23 ხანდაზმულ მოქალაქეს და შშმ პირს გაუწია. ბოლო 4 წლის მანძილზე კი – 291 600 ლარის ფარგლებში, 96-მა ხანდაზმულმა მოქალაქემ და შშმ პირმა ისარგებლა.
2024 წლიდან დაინერგა სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამა. 106 690 ლარის ფარგლებში, განხორციელდა 5 სოციალურად დაუცველი და 2 მრავალშვილიანი ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების სრული რეაბილიტაცია. 2025 წლის ბოლომდე დასრულდება სოციალურად დაუცველი 9 ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავების სრული რეაბილიტაცია. პროგრამის ბიუჯეტი – 120 000 ლარია.
სენაკის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის მომსახურებით, 204 987 ლარის ფარგლებში, მიმდინარე წელს, 222-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. 2022-2025 წლებში – 1 263 806 ლარის ფარგლებში, 822-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
2025 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სერვისებით, 2 212 -მა მოქალაქემ ისარგებლა. 2022-2025 წლებში კი – 3 396 432 ლარის ფარგლებში, ისარგებლა 62 225-მა ბენეფიციარმა.
2024 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დიალიზის ცენტრი გაიხსნა, რომელსაც სადიალიზო მოწყობილობა სენაკის მერიამ შეუძინა.