ახალგაზრდობის დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ახალგაზრდობის ხეივანში, ზაფხულის მუსიკალური საღამო გაიმართა.
საკონცერტო პროგრამით მაყურებლის წინაშე მარიამ შენგელია და ჯგუფი ,,მიქსტურა” წარდგნენ.
კონცერტს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის მოადგილე ნანა ზარანდიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.