მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“

რუბრიკის – ,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ ფარგლებში, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრების წევრს, სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მორაგბეს, წარმატებულ სენაკელ სპორტსმენს, ლუკა შულაიას გაგაცნობთ.
17 წლის სენაკელი მორაგბე, ლუკა შულაია საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს და დღეს, უმცროს „ბორჯღალოსნებთან“ ერთად,
სამხეთ აფრიკაში, საერთაშორისო სერიაში ასპარეზობს.
მიმდინარე წელს, ლუკა, საქართველოს 18-წლამდე ნაკრების B ლიგის ფინალური სერიების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ახალგაზრდა მორაგბის პირველი წარმატებული ნაბიჯები სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის რაგბის გუნდს ,,ჯიხას” უკავშირდება, სადაც მისი მწვრთნელი იყო მალხაზ კილასონია.
შემდეგ იყო წარმატებული სარაგბო გზა კლუბში ,,სოხუმი” და თბილისის გუნდში ,,ლელო”.
ლუკას არაერთი სპორტული მიღწევა აქვს: არის რესპუბლიკური და საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებული, რაგბის ფესტივალებისა და მატჩების ,,საუკეთესო მოთამაშის” ტიტულის მფლობელი, ტურნირის ,,საბას თასი“ გამარჯვებული, 15 წლის ასაკში, ქართული რაგბის ლეგენდად აღიარებულ დავით კილასონიას სახელობის რაბგის ფესტივალზე, ის საუკეთესო მბოჭავად დასახელდა.
სენაკელ მორაგბეს, მშობლიური ქალაქისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ, შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აგვისტო 2025
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Skip to content