რუბრიკის – ,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ ფარგლებში, 14 წლის სენაკელ მოკრივეს, ლევან თეფანიას გაგაცნობთ.
ლევანს არაერთი სპორტული მიღწევა აქვს: არის მუნიციპალური, რესპუბლიკური და საერთაშორისო ტურნირების, ჩემპიონატების არაერთგზის გამარჯვებული.
მიმდინარე წელს, 14 წლის სენაკელმა მოკრივემ, საქართველოს ჩემპიონატზე კრივში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
2024 წელს – საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, ლევანი, მეორე ადგილის მფლობელი გახდა, კრივში საქართველოს ჩემპიონატზე – ვერცხლის მედალი მოიპოვა, ზურაბ სარსანიას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე – მეორე ადგილი, მიხეილ კაპატაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე კრივში – ბრინჯაოს მედალი.
2023 წელს, 12 წლის ლევან თეფანია, კახაბერ ჟვანიას სახელობის ღია ტურნირის ჩემპიონი გახდა. პირველი ადგილი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა კრივში ღია პირველობაზე, პირველი ადგილი მოიპოვა ტურნირში ,,იმერეთის თასი“ და თამაზ ვახანიასა და შოთა ჯავახიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე კრივში. 12 წლის ასაკში, ლევანი საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ლევან თეფანიას მწვრთნელ-მასწავლებლები არიან: ილია ცაავა, ზაზა ხურცილავა და გიორგი კემულარია.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, ლევან თეფანიას, სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციის, წარმატებული სპორტსმენების წახალისების მიზნით შექმნილი მუნიციპალური პროგრამიდან, ფულადი ჯილდო გადასცა.