რუბრიკის – ,,გაიგე, რა გაკეთდა შენს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, გაგაცნობთ სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2022-2025 წლებში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“, სტიქიის საპრევენციო, სპორტული ინფრასტრუქტურისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ მასშტაბურ სამუშაოებს.
2022-2025 წლებში, ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სენაკის მერიამ 9 ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.
2023-2025 წლებში, სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში – 8 პროექტი, გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში – 6 პროექტი, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში – 1 პროექტი.
ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ტურისტული მიზიდულობის ერთ-ერთ გამორჩეულ ლოკაციაზე – მდინარე ტეხურის ხეობაში, რუხი ყანჩების (Ardea cinerea) ბუდობის ადგილზე, მიმდინარე წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ურთერთთანამშრომლობით, ბინოკლი განთავსდა.
უახლოეს პერიოდში, ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გახომელაში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დაიწყება რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 60 000 ლარს შეადგენს.
2024 წელს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული პროექტების ნუსხას 3 პროექტი შეემატა: სრულად განახლდა სოფელ ჯიხას ბიბლიოთეკის შენობა, სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ 22 000 ლარი შეადგინა. ასევე მოეწყო სოფლის სკვერი, ღირებულებით – 23 000 ლარი; რკინა-ბეტონის კიუვეტი მოეწყო სოფელ ჯიხაში, ღირებულებით – 15 000 ლარი.
2023 წელს, აღნიშნული პროგრამით, სენაკის მერიამ 3 პროექტი განახორციელა: სოფელ გახომელაში მოეწყო გარე განათების სისტემა, ღირებულებით – 4 000 ლარი, ჯიხას უბანში – სკვერი, ღირებულებით – 46 000 ლარი, ჯიხას უბანში ასევე მოეწყო კიუვეტი, ღირებულებით – 10 000 ლარი.
2022 წელს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, სოფელ ჯიხაში მოეწყო რეკრეაციული სივრცე და ბეტონის საფარით განახლდა საგზაო ინფრასტრუქტურა. პროექტების საერთო ღირებულებამ 60 000 ლარი შეადგინა.
სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარე წელს, ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში, სენაკის მერიამ 2 პროექტი განახორციელა: სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების გვერდულები სრულად განაახლა ლეგაგუეს უბანსა და ზემო ნოქალაქევში. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 41 292 ლარი შეადგინა.
2024 წელს – სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, 4 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა: ლებაღათურეში მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ღირებულებით – 51 373 ლარი; ლეკაკულიეს უბანში რეაბილიტირდა სანიაღვრე არხის ჯებირი, ღირებულებით – 74 298 ლარი; განახლდა თერმულ წყლებთან ჩასასვლელი, სტიქიისგან დაზიანებული გზა, ღირებულებით – 372 398 ლარი; ჯიხას უბანში ასევე რეაბილიტირდა სტიქიისგან დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, ღირებულებით – 20 327 ლარი.
2023 წელს კი – სოფელ გახომელას ლეგაგუეს უბანში, აღდგენილ იქნა სტიქიის შედეგად დაზიანებული რკინა-ბეტონის ხიდი, ღირებულებით – 71 643 ლარი; ასევე, შლუზი – მდინარე ტეხურზე მარჯვენა სანაპიროზე, ღირებულებით – 43 936 ლარი.
2023 წელს, ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის საბავშვო ბაღში მოეწყო ჭაბურღილი, რითაც წლების მანძილზე არსებული მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდა. პროექტის ღირებულებამ 10 054 ლარი შეადგინა.
2024 წელს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, გახომელას უბანში მინი სპორტული მოედანი მოეწყო. პროექტის ღირებულებამ 123 692 ლარი შეადგინა.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ასევე სრულად რეაბილიტირდა ლებაღათურიეს შიდა საუბნო გზა. სამუშაოების ღირებულებამ 1 055 174 ლარი შეადგინა.
2023 წელს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, სრულად განახლდა გახომელას უბნის გზა. პროექტის ღირებულებამ 599 743 ლარი შეადგინა.
2022 წელს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის ლებაღათურეს უბანში რეაბილიტირდა შიდა საუბნო გზა, ღირებულებით – 82 358 ლარი.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ტეხურის მარჯვენა სანაპიროზე, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ღირებულებით – 120 899 ლარი. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ასევე მოეწყო ხიდ-ბოგირი – ლეგაგუეს უბანში, ღირებულებით – 31 431 ლარი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, კომპლექსური სამუშაოები განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის, ნოქალაქევის არქეოლოგიურ კომპლექსში.
სრული რეაბილიტაციის პროექტმა ნაქალაქარის ყველა არქიტექტურული სეგმენტი მოიცვა.
პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი სამუზეუმო სივრცის შექმნა და ექსპოზიციის მოწყობა, სადაც განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს მოემსახურება.
ასევე ხაზგასასმელია, უძველეს ნოქალაქევში, 26 წლიანი ინტერვალის შემდეგ, აღდგა ,,ეგრისობის“ სახალხო დღესასწაულის ჩატარების ტრადიცია.
ყოველი წლის შემოდგომაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, სახალხო დღესასწაული – ,,ეგრისობა” იმართება.
 Georgian
 Georgian English
 English 
								