რუბრიკის – ,,გაიგე, რა გაკეთდა შენს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ამჯერად, სენაკის მუნიციპალიტეტის ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, 2022-2025 წლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაგაცნობთ.
წლების შემდეგ, პირველად, მიმდინარე წელს, საბავშვო და ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შეემატა.
საბავშვო ბაღის მშენებლობის მასშტაბური პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1 276 666 ლარს შეადგენს.
ამ ეტაპზე, ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დაფინანსებით, გაზიფიცირების მასშტაბური პროექტი ხორციელდება. მიმდინარეობს გაზგაყვანილობის ქსელის როგორც სამშენებლო სამუშაოები, ასევე, გაზიფიცირებული უბნების გამრიცხველიანების პროცესი. პროექტის ღირებულება 2 423 425 ლარს შეადგენს.
ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, დასრულების ეტაპზეა ორი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი: სრულად განახლდება ადმინისტრაციული ერთეულების – ფოცხო-უშაფათის დამაკავშირებელი გზა. პროექტის ღირებულება 210 526 ლარს შეადგენს.
სენაკის მერია ასევე ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს ლედემურიეს შიდა საუბნო გზის სრულ რეაბილიტაციას. სამუშაოების ღირებულება 831 339 ლარს შეადგენს.
უახლოეს პერიოდში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, 50 000 ლარის ღირებულების 2 პროექტი განხორციელდება: სოფელ მეორე მოხაშში სრულად მოწესრიგდება სოფლის საგზაო ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულება 35 000 ლარს შეადგენს. სოფელ ფოცხოში ასევე იგეგმება ფანჩატურის მოწყობა, ღირებულებით – 15 000 ლარი.
2022-2025 წლებში, ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მერიამ 7 ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.
2024 წელს, აღნიშნული პროგრამით, სოფლებში – ფოცხოსა და მეორე მოხაშში, მოეწყო რეკრეაციული სივრცეები. პროექტების საერთო ღირებულებამ 50 000 ლარი შეადგინა. 2023 წელს, ფოცხოში ასევე მოეწყო გარე განათების ახალი სისტემა, ღირებულებით – 50 000 ლარი. 2022 წელს კი – სოფლებში: ფოცხოში, ლეგოგიე-ნასაჯუში, მოხაშსა და მეორე მოხაშში განხორციელდა შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები; სოფელ ფოცხოში ასევე მოეწყო ხიდ-ბოგირი, შამათავებისა და ლეკუბეციეს უბნებში კი – ცხაურები და მილხიდები. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 50 000 ლარი შეადგინა.
2024 წელს, ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით, მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა – ზემო ფოცხო-ალერტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომლის ღირებულებამ 2 236 994 ლარი შეადგინა. პროექტის ფარგლებში, 4 347 გრძივ მეტრზე დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო ხიდ-ბოგირები და სანიაღვრე სისტემა.
2023 წელს, საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით, ფოცხოში, ცემენტ-ბეტონის საფარით, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტუქტურა. სამუშაოების ღირებულებამ 489 898 ლარი შეადგინა.
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში – ჯანჯღავების უბანში, რეაბილიტირდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდ-ბოგირი. სამუშაოების ღირებულებამ 30 672 ლარი შეადგინა.
 Georgian
 Georgian English
 English 
								