მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

თამარ მახარაშვილმა ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, სენაკის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
მინისტრის მოადგილემ, თითოეულ მასწავლებელს, პროფესიისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატები გადასცა ჟიული შარტავას სახელობის მე-2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგს, გული ქობალავას, მე-3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ნატო ქუთელიას, მე-7 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, მირანდა ცქიტიშვილს, მენჯის საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგს, მადონა კოღოშვილს, ძველი სენაკის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, მანანა გაგუას.
პედაგოგებს სიტყვით მიმართეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ელისო შურღაიამ.
ღონისძიების – ,,განათლების ელჩები” ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება. დასკვნითი ღონისძიება კი – თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 27 ოქტომბერს ჩატარდება.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Skip to content