მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

შეხვედრა ვაქცინაციისა და სკრინინგის პროცესის დეტალებზე

სენაკში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს, ასევე ტარდება უფასო სკრინინგი.
ვაქცინაციისა და სკრინინგის პროცესის მიმდინარეობის დეტალებზე, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებისა და რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების უფროსს, ანზორ ქობალიას, ცენტრის წარმომადგენელს, ნანა ბებიას და სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, ანა ჭიჭაღუას შეხვდა.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ შეიძინა 200,000 დოზა ფრანგული წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა VaxigripTetra™️ (SANOFI WINTHROP INDUSTRIE) – ერთ-ერთი იმ ვაქცინებიდან, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რეკომენდაციას აძლევს. ვაქცინა მორგებულია იმ გრიპის შტამებზე, რომელთა ცირკულაციაც მოსალოდნელია მიმდინარე სეზონზე.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეგულარულად ატარებს ვაქცინაციისა და უფასო სკრინინგის აქციებს.
ვაქცინაცია და სკრინინგი ასევე მიმდინარეობს 6 სამედიცინო დაწესებულებასა და 15-ვე ადმინისტრაციული ერთეულის საექიმო ამბულატორიაში. ამ დროისთვის ვაქცინირებულია 1 084 მოქალაქე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე: 116 006

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Skip to content