14 ნოემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, ,,ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართება.
ღონისძიების პროგრამა:
14:00 – 18:00 საათი – თეატრალიზებული მსვლელობა, ფოტო ზონები, ყვავილების ხეივანი, ეთნოგრაფიული და ახალგაზრდული სივრცეები, საბავშვო სივრცე – სახის მოხატვა, საპნის შოუ – პატარებს, გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საგანმანათლებლო სივრცე – შემოდგომის კუთხეები, გამოფენები;
14:30 – 14:45 საათი – სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სივრცე – თემატური კუთხეები, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების – ,,გოგალაიას“, ,,მორდუს“ და გიტარისტთა ჯგუფის კონცერტი;
14:45-15:00 საათი – მოსწავლე- ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სივრცე – თემატური კუთხეები, ფოტო ზონები, მხატვრული კომპოზიცია – მუნიციპალური ქორეოგრაფიული ანსამბლის მონაწილეობით;
15:00-15:30 საათი – თეატრალური პერფორმანსი – ლეგენდა ,,არგონავტებზე’’;
15:30-16:30 საათი – გასტრონომიული ფესტივალი;
16:30- 17:00 საათი – სენაკის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია;
17:00 საათი – ჯგუფ ,,ურსას“ გალა კონცერტი;
წამყვანი – ზვიად დოლიძე.
ერთად აღვნიშნოთ #ეგრისობა