მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიის ფარგლებში

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოსა და სენაკის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ზოგადსაგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნანა ზარანდიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა გვიჩიამ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში
ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს პოლიტიკისა და საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილე თეიმურაზ ჯალაღონიამ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ფემიციდის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და არსებული გამოწვევების, ასევე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში, მოეწყო თემატური დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
ფემიციდის წინააღმდეგ
საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.
მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Skip to content