11 მარტიდან, „მოყვარულთა ლიგა 2026“-ის სენაკის მუნიციპალურ ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად, რეგისტრაცია იწყება.
ტურნირი ჩატარდება სამ ეტაპად:
•მუნიციპალური
•რეგიონული
•ფინალური
მონაწილეობის მიღება შეუძლია 16 წლის ასაკიდან ნებისმიერ მსურველს, რომელიც არ მონაწილეობს შემდეგ ჩემპიონატებსა და ლიგებში:
•ეროვნული ლიგა 1
•ეროვნული ლიგა 2
•ლიგა 3
•ლიგა 4
•რეგიონული ლიგები
•ჭაბუკთა ლიგები
•ფუტსალის ლიგის გუნდები
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 აპრილი;
ტურნირის ჩატარების პერიოდი: 2026 წლის მაისი.
„მოყვარულთა ლიგა 2026“ ტარდება საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით.
რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურს.
საკონტაქტო ნომრები: 599 85 75 87, 599 85 75 33