კენჭისყრის ეტაპზე წარმოდგენილია 5 საპროექტო წინადადება, რომელთაგან გამარჯვებული გახდება ის 2 პროექტი, რომლებსაც თქვენ დაუჭერთ მხარს.
ბმულის საშუალებით შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ერთი პროექტი და დააფიქსიროთ თქვენი ხმა.
ბმული: https://shorturl.at/wuOWp
კენჭისყრაზე წარმოდგენილი პროექტებია:
ქალაქ სენაკში, სამხედრო დასახლებაში – ენერგოეფექტურ და ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მულტიფუნქციური მოსაცდელის მოწყობა;
ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში – ტრენაჟორების მოწყობა;
ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯიხაში – ტრენაჟორების მოწყობა;
ქალაქ სენაკში – ელექტრომობილების დასამუხტი სადგურის დამონტაჟება;
ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის ჯიხას უბანში – ტრენაჟორების მოწყობა.
ხმის მიცემის პირობები: ხმის მიცემა შეუძლია სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს.
ხმის მიცემა შესაძლებელია როგორც ონლაინ პლატფორმის საშუალებით, ასევე წერილობით – სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის ქუჩა №103).
თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება ხმა მისცეს მხოლოდ ერთ პროექტს.
გამარჯვებული პროექტები, თითოეული – 50 000 ლარით დაფინანსდება.
2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამისთვის, გამოყოფილია 100 000 ლარი.