სენაკის მუნიპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დაესწრო.
სხდომას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა უძღვებოდა.
განხილულ იქნა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის დამატებით დასაფინანსებლად წარსადგენი 4 მუნიციპალიტეტის 75 პროექტი, რომელთაგან, სენაკის მუნიციპალიტეტში, 50 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია ესწრებოდნენ.
სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საკონსულტაციო საბჭოს მიერ განხილულ და მოწონებულ იქნა შემდეგი პროექტები:
1. ქალაქ სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩა N 74-ში არსებული ორსართულიანი კორპუსის სრული რეაბილიტაცია
2. ქალაქ სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩა N 91-ში არსებული ოთხსართულიანი კორპუსის სრული რეაბილიტაცია
3. ქალაქ სენაკში, რუსთაველის ქუჩა N239-ში არსებული კორპუსის სრული რეაბილიტაცია
4. ქალაქ სენაკში, რუსთაველის ქუჩა N 241-ში არსებული კორპუსის სრული რეაბილიტაცია
5. ქალაქ სენაკში, მიშა ღვინჯილიას ქუჩა N10-ში არსებული კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია
6. ქალაქ სენაკში, მიშა ღვინჯილიას ქუჩა N14-ში არსებული კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია
7. ქალაქ სენაკში, მიშა ღვინჯილიას ქუჩა N16-ში არსებული კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია
8. ქალაქ სენაკში, მიშა ღვინჯილიას ქუჩა N22-ში არსებული კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია
9. ქალაქ სენაკში, ნატო ვაჩნაძის ქუჩა N2-ში არსებული კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია
10. ქალაქ სენაკში, ნატო ვაჩნაძის ქუჩა N3-ში არსებული კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია
11. ქალაქ სენაკში, ნატო ვაჩნაძის ქუჩა N4-ში არსებული კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია
12. ქალაქ სენაკში, ჯიხას ქუჩაზე, საბავშვო ბაღის მიმდებარედ – სანიაღვრე არხის მოწყობა; ქალაქ სენაკში, დავით აღმაშენებლისა და დავით აღმაშენებლის პირველი ჩიხის კვეთაზე არსებული სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია; ქალაქ სენაკში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, ოჯახებს შორის გამავალი სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია; ქალაქ სენაკში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე – სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია; ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის საარახამიოს უბანში – სანიაღვრე არხის მოწყობა
13. ეკის ადმინისტრაციული ერთეულის საპაჭკორიოს უბანში – გზის რეაბილიტაცია
14. ქალაქ სენაკში, ფოთის ქუჩის რეაბილიტაცია
15. ქალაქ სენაკში, კეცხოველის ქუჩის რეაბილიტაცია
16. ქალაქ სენაკში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის პირველი ჩიხის რეაბილიტაცია
17. ქალაქ სენაკში, ფიროსმანის ქუჩის ბოლო მონაკვეთისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია
18. ზანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზანაში, პირველი ქუჩის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია
19. მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სახარბედიოში, მე-3 ქუჩის რეაბილიტაცია
20. მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბათარიაში, მე-4 ქუჩის რეაბილიტაცია
21. ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო სორტაში, მე-5 ქუჩის რეაბილიტაცია
22. ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ძველი სენაკის საარჩაიოს უბანში – მე-9 ქუჩის რეაბილიტაცია
23. ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კოტიანეთში, წმინდა გიორგის ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია
24. ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კვაუთში, ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია
25. ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ფოცხოში – ლესანაიეს, ლემირცხულესა და ლემამულიეს უბნებში, გზების რეაბილიტაცია
26. ზანის ადმინისტრაციული ერთეულის საკვაშილავოს უბნის გზის რეაბილიტაცია
27. ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სორტაში, პოლიგონამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია
28. ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საჩიქობავოში, სამხედრო გზის რეაბილიტაცია
29. ქალაქ სენაკში, წმინდა ნინოს ქუჩის რეაბილიტაცია; სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და სამშობიარო სახლის მიმდებარედ – პარკინგის მოწყობა
30. ქალაქ სენაკში, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია (ცოტნე დადიანის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე)
31. ქალაქ სენაკში, ილია ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია (დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ბოლომდე)
32. ეკის ადმინისტრაციული ერთეულის სახუნჯუოს უბანში, გზის რეაბილიტაცია
33. ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის რებილიტაცია
34. ქალაქ სენაკში, რუსთაველის N237-ში – მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
35. ქალაქ სენაკში, აკაკი ელიავას N23-ში არსებული მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
36. ქალაქ სენაკში, ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში არებული მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
37. ქალაქ სენაკში, დავით აღმაშენებლის ქუჩის N 53-ის მიმდებარედ არსებული მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
38. ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო სორტაში – მინი სპორტული მოედნის მოწყობა
39. ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში – მინი სპორტიული მოედნის მოწყობა
40. ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საოდიშარიოში, ტრენაჟორის მოწყობა
41. ქალაქ სენაკში, ჭყონდიდელის ქუჩაზე არსებულ სკვერში ტრენაჟორის მოწყობა
42. ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში – მინი სპორტული მოედნის მოწყობა
43. მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბათარიაში – მინი სპორტული მოედნის მოწყობა
44. მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში – მინი სპორტული მოედნის მოწყობა
45. თამარის ქუჩაზე ტრენაჟორის მოწყობა
46. ქალაქ სენაკში, ცერცვაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე – მინი სპორტული მოედნის მოწყობა
47. გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულის საჩემიოს უბანში – მინი სპორტული მოედნის მოედნის მოწყობა
48. ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის ჯიხას უბანში – მინი სპორტული მოედნის მოწყობა
49. ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის მეურნეობის უბანში – მინი სპორტული მოედნის მოწყობა
50. მესამე საჯარო სკოლის მეორე კორპუსის ტერიტორიაზე – სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.