სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამებით, 2026 წლის იანვრიდან დღემდე, 3 627 მოქალაქეს დაეხმარა, რისთვისაც 577 600 ლარი დაიხარჯა.
ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამით, 120 100 ლარის ოდენობის დახმარებით, 292-მა მოქალაქემ ისარგებლა.
მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამით, 17 000 ლარის ოდენობის დახმარება 260 მოქალაქეს გაეწია.
სენაკის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის მომსახურებით, 102 300 ლარის ფარგლებში, 235-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამით, 86 მრავალშვილიან ოჯახს, ყოველთვიური დახმარება, 56 300 ლარის ოდენობით გაეწია.დახმარების მიმღებია 378 მოზარდი.
ბავშვზე ზრუნვის პროგრამით, 2 900 ლარის ოდენობის დახმარება დედ-მამით ობოლ და იშვიათი დაავადების მქონე 6 მოზარდს გაეწია.
სარიტუალო მომსახურების პროგრამით, 5 100 ლარის ფარგლებში, დახმარება 14 დევნილისა და 3 ვეტერანის ოჯახს გაეწია.
სენაკის მერია, ხანძრის შედეგად დაზარალებულ 1 მოქალაქეს, 4 000 ლარის ოდენობით დაეხმარა.
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით, 30 500 ლარის ფარგლებში მომსახურება 48 მოზარდმა მიიღო.
სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების პროგრამით, 21 600 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება გაეწია 23 უსახლკარო, განსაკუთრებულად მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამით, 193 500 ლარის ოდენობის დახმარება გაეწია 146 მოქალაქეს.
სოციალური ღონისძიების პროგრამით, 1 000 ლარის ფარგლებში, 100 წელს გადაცილებულმა 2-მა მოქალაქემ ისარგებლა.
თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარების პროგრამით, 15 600 ლარის ფარგლებში, 27-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
პროექტის – ,,საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“ ფარგლებში გაწეული მომსახურებისთვის, მიმდინარე წლის იანვრის თვიდან დღემდე, 11 000 ლარი დაიხარჯა.
პროგრამით – „ვიზრუნოთ უფროს თაობაზე“, სენაკის მერიამ, 22 500 ლარის ფარგლებში, მომსახურება 22 მარტოხელა ხანდაზმულ მოქალაქეს და შშმ პირს გაუწია.
დღის ცენტრის – „ლაზარე-2015“ – თანადაფინასების პროგრამით, 2 500 ლარის ფარგლებში, ისარგებლა 15-მა შშმ მოზარდმა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამით სარგებლობს 8 მოქალაქე.
სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სერვისებით, 102 000 ლარის ფარგლებში, 2 460-მა მოქალაქემ ისარგებლა.
აღსანიშნავია, სენაკის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამების ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, 13,6 %-ით არის გაზრდილი, ჯანმრთელობის დაცვის ბიუჯეტი კი – 11,8%-ით.
გაზრდილი დაფინანსება ქმნის შესაძლებლობას, მუნიციპალიტეტის მასშტაბით კიდევ უფრო განვითარდეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემა, გაძლიერდეს ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა და მნიშვნელოვნად გაფართოვდეს მოსახლეობის მხარდაჭერის მექანიზმები.