დღეს, ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, პაატა მახარაძის პოეზიის საღამო გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, ჯუმბერ ტყებუჩავა, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, პოეტის ოჯახის წევრები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები.
პოეზიის საღამოში მონაწილეობა მიიღეს სენაკის სკოლა-ლიცეუმის, მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის ცენტრის სენაკის სალოტბარო სკოლების მოსწავლეებმა.
ღონისძიება სენაკის სკოლა-ლიცეუმის ორგანიზებით გაიმართა.